ვინ არიან თომა მარგველაშვილის ნათლიები?
20-04-2018
ვინ არიან თომა მარგველაშვილის ნათლიები?
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მეორე ვაჟი თომა გაქრისტიანდა. ამის შესახებ ინფორმაცია და ნათლობის ფოტოები პრეზიდენტის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

პატარა თომა პრეზიდენტის ადმინისტრაცის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, დავით რაქვიაშვილმა მონათლეს.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ახალშობილი ვაჟის შესახებ ისაუბრა ერთ-ერთ გადაცემაში. "თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა" - ასე დაახასიათა საქართველოს პრეზიდენტმა  ახლადშეძენილი ვაჟი "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას. გიორგი მარგველაშვილმა იხუმრა კიდეც, რომ ორი ბავშვის "გადამკიდე" ის
"დუშეთიდან ევროპასა და ამერიკაში გაიქცა".

გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები იანვარში გახდნენ. მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილისთვის თომა მეორე საერთო შვილია. მათი პირველი კიდევ ერთი საერთო შვილი თემო ჰყავთ.
გოგა
01 მაისი 2018 13:33
ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი კაცი გაზარდოს.
ინგა
20 აპრილი 2018 13:11
გოლოცავთ,გაგიზარდოთ ღმერთმა პატარები..
დალი
20 აპრილი 2018 12:53
გილოცავთ! თომას გაქრისტიანებას!გაიზარდოს ჯამრთელი ბედნიერი ვაჯკაცი.უფლის წყალობა არ მოკლებოდეს

რედაქტორის რჩევით