"3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი" - მაკა ჩიჩუასა და თომა მარგველაშვილის ფოტოები - კვირის პალიტრა

"3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი" - მაკა ჩიჩუასა და თომა მარგველაშვილის ფოტოები

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა მეორე ვაჟის მშობლები იანვარში გახდნენ. თომა მარგველაშვილი ახლა 3 თვისაა და მშობლებმა ის უკვე მონათლეს. ნათლობის ფოტოები პრეზიდენტის "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

დღეს კი AMBEBI.GE ექსკლუზიურად გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც დუშეთში, პრეზიდენტის სახლშია გადაღებული. ფოტოებზე 3 თვის თომა დედასთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად პოზირებს ფოტოობიექტივის წინ.

ვინ არიან თომა მარგველაშვილის ნათლიები?

"თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა" - ასე დაახასიათა საქართველოს პრეზიდენტმა ახლადშეძენილი ვაჟი "ტვ პირველის" ეთერში საუბრისას. გიორგი მარგველაშვილმა იხუმრა კიდეც, რომ ორი ბავშვის "გადამკიდე" ის "დუშეთიდან ევროპასა და ამერიკაში გაიქცა". გაგრძელება