"მადუღარა" ღარიბებისთვის - კვირის პალიტრა

"მადუღარა" ღარიბებისთვის

მაღალმთიან ღარიბ ტიბეტში ბევრია ისეთი  გაჭირვებული  დიასახლისი, ვისაც ჩაიდნით წყლის გასაცხელებლად არც შეშასა და ნავთზე მიუწვდება ხელი და მით უმეტეს,

ელექტროენერგიაზე. მათი ერთადერთი "მაშველი" კი აქ გავრცელებული ტრადიციული მზის "მადუღარაა", რომელშიც სხივების შემკრები მრუდე სარკეების როლს კარგად გაპრიალებული ლითონის ფურცლები ასრულებს. მართალია, რიგში მდგომ ღარიბებს ცდა უწევთ - ადუღებას კარგა ხანი სჭირდება, სამაგიეროდ, "ენერგია" უფასოა...