დღეები, კვირები თუ წლები? - მეცნიერები აცხადებენ, რომ ვულკანს ჰავაიზე ბოლო არ უჩანს
11-05-2018
დღეები, კვირები თუ წლები? - მეცნიერები აცხადებენ, რომ ვულკანს ჰავაიზე ბოლო არ უჩანს
ფოტოგალერეა

მთელი მსოფლიო შეაშფოთა ჰავაიდან გავრცელებულმა კადრებმა, რომელზეც ასახულია ვულკანური ცეცხლი როგორ შთანთქავს მანქანებსა თუ სახლებს...

კუნძულზე საგანგებო მდგომარეობა კვლავაც გრძელდება.

ვულკანი კილაუე 4 მაისს ამოიფრქვა, რასაც 6,9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა. სტიქიის გამო 2000 - მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

კრატერიდან გადმოსულმა ლავამ დაახლოებით 75 ფეხბურთის მოედნის ტოლი ტერიტორია დაფარა. ლავასთან ერთად, ვულკანიდან ვარდისფერი ფერფლი დღემდე იფრქვევა. ვულკანის ცეცხლოვანი ლავის შადრევნების და ტალღის შედეგად 12 ვულკანური ბზარი გაჩნდა.

მეცნიერები ამ
მოვლენას თვალყურს ადევნებენ, თუმცა ჯერ უჭირთ პასუხის გაცემა, თუ როდის დასრულდება ამოფრქვევა.

ვულკან კილაუეას ამოფრქვევა ჰავაიზე 30 წელზე მეტია, რაც დაიწყო. კილაუეა ჰავაის მითოლოგიაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ზოგიერთი ადგილობრივი ლავის ამოფრქვევას ჰავაურ ღვთაება პელეს უკავშირებს, რომელიც მასში ცხოვრობს და თავის მიწას ითხოვს. ეს ყველაფერი ცრურწმენაა.

დენისონის უნივერსიტეტის ვულკანოლოგი ერიკ კლემეტი აცხადებს, რომ ეს ჰგავს გამსკდარ მილს, რომლის სადინარ სისტემაშიც წნევა საკმარისია, იმისთვის, რომ ზედაპირი გასკდეს. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ჰაერში გოგირდის დიოქსიდის მაღალი შემცველობაა, რაც სიცოცხლისთვის საშიშია.

კილაუეა ჰავაიზე მდებარე 5 ვულკანს შორის ყველაზე აქტიურია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა გვანცა ახვერდაშვილმა

ამერიკის მეგობარი
23 მაისი 2018 15:49
"დათოს"

სჯობს საკუთარი ცოდვების მონანიებაზე იფიქრო!
ქართულად წერასაც თუ ისწავლი, არ იქნება ურიგო.
დათო
16 მაისი 2018 13:13
ცოდვიანი ქვეყანა (ხალხი კი მეცოდება.)მოინანიე ცდვები ამერკავ.

რედაქტორის რჩევით