ვინ არის საუდის არაბეთის ულამაზესი პრინცესა, რომელიც მუსულმანური სამყაროს სტერეოტიპებს ანგრევს - კვირის პალიტრა

ვინ არის საუდის არაბეთის ულამაზესი პრინცესა, რომელიც მუსულმანური სამყაროს სტერეოტიპებს ანგრევს

ახლო აღმოსავლეთში დიდებული სილამაზის მქონე შეიხი მოზას გარდა, კიდე ერთი ლამაზმანი ცხოვრობს. ცხელ საუდის არაბეთში 1983 წლის 6 ნოემბერს პრინცესა ამირა ალ-თაველი დაიბადა.

ფოტოგალერეა

პრინცესა დედასთან და ბებია-ბაბუასთან იზრდებოდა, რადგან მშობლები განქორწინებულები იყვნენ. ამირამ განათლება აშშ-ში მიიღო ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. 18 წლის ასაკში საუდის არაბეთის სამეფო ოჯახის წევრს, პრინც ალ-ვალიდ ბინ თალალს შეხვდა, გოგონას სკოლის გაზეთისთვის ინტერვიუ უნდა ჩაეწერა პრინცთან, 10-წუთიანი შეხვედრა 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა. ამ შეხვედრიდან ცხრა თვის შემდეგ, 2008 წელს, წყვილი დაქორწინდა. მიუხედავად იმისა, რომ პრინცი ამირაზე 28 წლით უფროსი იყო, წყვილმა მალევე მოიპოვა პოპულარობა როგორც არაბულ სამყაროში, ისე მსოფლიოში. ამირა სამეფო ოჯახიდან არ არის, პრინცზე გათხოვების შემდეგ კი პრინცესა გახდა.

წყვილი 2013 წელს განქორწინდა. სხვადასხვა მონაცემით, პრინცესა ამირა ალ-ვალიდ ბინ თალალის მესამე, თუმცა იმ დროისთვის ერთადერთი მეუღლე იყო. პრინცს ამირასთან შვილი არ ჰყავს, წინა ქორწინებებიდან 2 შვილის მამაა. როგორც ამბობენ, საქორწინო კონტრაქტში მითითებული იყო, რომ ამირას შვილი არ უნდა გაეჩინა.

ახალგაზრდა ქალის ყოფილი ქმარი პრინცი ალ-ვალიდ ბინ თალალი საუდის არებთის სამეფო ოჯახის წევრია. ის არის მეწარმე და საერთაშორისო ინვესტორი. 2007 წელს მისი პირადი კაპიტალი ჟურნალ "ფორბსის" მიხედვით 21.5 მილიარდ დოლარად შეფასდა. ის ერთ-ერთი მდიდარი ადამიანია მსოფლიოში.

ამირა ცნობილი ფილანთროპია. სწორედ საქველმოქმედო საქმიანობის გამო ის 71 ქვეყანას ეწვია. ის არის ძლიერი არაბი ქალის სიმბოლო.

პრინცესა ამირა არის საერთაშორისო ორგანიზაცია Al-Waleed bin Talal Foundation-ის ვიცე-თავმჯდომარე. ორგანიზაცია იცავს ქალთა უფლებებს, სხვადასხვა პროგრამების დახმარებით ეხმარება გაჭირვებულებს სიღარიბის დაძლევაში. ამირა ალ-თაველი არის ასევე ახალგაზრდების დასაქმების საერთაშორისო ორგანიზაცია Silatech-ის სამეურვეო საბჭოს წევრი. პრინცესა ქალთა უფლებების აქტიური დამცველია, ის ეხმარება მათ განათლების მიღებასა და დასაქმებაში. ამირას დიდი წვლილი მიუძღვის საუდის არაბეთში ქალებისთვის ავტომობილის მართვის უფლების მინიჭებაში. ამირა ფლობს საერთაშორისო მოქმედების მქონე მართვის მოწმობას და უცხოეთში მოგზაურობისისას ავტომობილს თავად მართავს.

ამირა პირველი არაბი პრინცესააა, რომელმაც უარი განაცხადა საზოგადოებაში ტრადიციული სამოსის - აბაის ჩაცმაზე.

2012 წელს დუბაიში გამართულ დაჯილდოებაზე "ქალები - ლიდერები ახლო აღმოსავლეთიდან" პრინცესა ამირამ "წლის ლიდერი ქალის" ტიტული მიიღო.

პრინცესა ფიქრობს, რომ სოციალური მედია არის დამხმარე პლატფორმა ქალებისთვის, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვა.

გთავაზობთ პრინცესა ამირას რამდენიმე ცნობილ გამონათქვამს:

"მე ვესაუბრები უკიდურეს კონსერვატორებსაც, უკიდურეს ლიბერალებსაც, მაგრამ ჩემი მიზანი არა დაპირისპირების, არამედ ერთიანობის შექმნაა"

"პრინცესას ტიტულს არ შევუცვლილვარ. მე იგივე ვარ, რაც აქამდე ვიყავი"

"არაბი ქალები წარმოუდგენლად ძლიერები არიან - ჩვენ ყოველთვის ვაღწევთ პროგრესს"

"განათლება განმანათლებლობაა. ადამიანები განგიკითხავენ მხოლოდ მაშინ, როცა თავად არაფერი იციან"

პრინცესას ხშირად აკრიტიკებენ ქალთა უფლებების დაცვის გამო, ის კი კრიტიკოსებს ასე პასუხობს: "რამდენიც უნდათ იმდენი გვაკრიტიკონ, ჩვენ სხვის კი არა, საკუთარ უფლებებს ვიცავთ. ჩვენ გვინდა ევოლუცია და არა რევოლუცია"

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა