ძმა მეჯვარედ, აღელვებული სიძე და ერთგულების ფიცი - სამეფო ქორწილი ბრიტანეთში
19-05-2018
ძმა მეჯვარედ, აღელვებული სიძე და ერთგულების ფიცი - სამეფო ქორწილი ბრიტანეთში
უინძორში პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ჯვრისწერის ცერემონია დასრულდა.

პრინც ჰარისა და მეგან მარკლის რომანის შესახებ ცნობილი 2016 წელს გახდა. საზოგადოება ფიქრობდა, რომ მეგანის ფერადკანიანი დედის გამო, სამეფო ოჯახი მას არ მიიღებდა, თუმცა მათი მოლოდინები არ გამართლდა. 2 თვის წინ მეგანი ანგლიკანური ეკლესიის წესით მოინათლა, რაც სულაც არ იყო აუცილებელი. მეგანმა ეს დედოფლის პატივსაცემად გააკეთა. მან სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა და სოციალური ქსელის ყველა "ექაუნთი" გააუქმა. პრინცი ჰარი 33 წლისაა,
მისი მეუღლე კი 36-ის.

ფოტოგალერეა

ცერემონიამდე ერთი დღით ადრე პრინცი ჰარი უინძორის სასახლესთან შეკრებილ თაყვანისცემლებს შეხვდა. ის დაინტერესდა, მსოფლიოს რომელი ქვეყნებიდან ჩავიდნენ ფანები, ერთ-ერთისგან კი - საჩუქრად სათამაშო დათუნიაც მიიღო.

პრინცმა ჰარიმ და მეგანმა ჯვარი უინძორის წმინდა ჯორჯის სახელობის ტაძარში ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწერეს.
საკურთხეველთან პატარძალი პრინცმა ჩარლზმა მიაცილა. სამეფო წყვილს ჯვარი კენტერბერის არქიეპისკოპოსმა ჯასტინ უელბიმ დაწერა. ჰარის მეჯვარე მისი ძმა, პრინცი უილიამი იყო. ახალდაქორწინებულებმა ტაძარი ეტლით დატოვეს და ქალაქის უძველეს ქუჩებში საზეიმო მსვლელობა მოეწყო, რის შემდეგადაც სასახლეში დაგეგმილ მიღებაზე დაბრუნდნენ.

პატარძალს ფრანგული მოდის სახლის "ჟივენშის", ბრიტანელი დიზაინერის კლერ ვეით კელერის მიერ შექმნილი დახვეწილი და სადა კაბა ეცვა. თავზე კი დედოფლის მიერ მიცემული ბრილიანტის დიადემა ეკეთა.

კაბის შლეიფის სიგრძე, დაახლოებით, 5 მეტრია. ჟურნალი „ჰელოუ“ წერს, რომ საქორწინო კაბის ღირებულება, სავარაუდოდ, 100 ათასი ფუნტია. კაბა მეგანმა თავად შეიძინა, ისევე, როგორც ქეით მიდლტონმა გადაიხადა საკუთარი საქორწინო კაბის საფასური.

საქორწილო ღონისძიებაზე სამი სხვადასხვა ზომის ტორტი გამოაცხვეს. წინა ტორტებთან შედარებით, ისინი გაცილებით პატარაა.
ცერემონიას მეგანის მამა და ძმა არ ესწრებოდნენ. ჯვრისწერას ამერიკელი ტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მსახიობი ტომ ჰარდი, ელტონ ჯონი, ჯორჯ და ამალია კლუნები, მომღერალი ჯეიმს ბლანტი, დევიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჩოგბურთელი სელენა უილიამსი, ინგლისელი ტელეწამყვანი ჯეიმს კორდენი მეუღლესთან ერთად და სხვა არაერთი ვარსკვლავი ესწრებოდა.

დედოფალ ელისაბედის გადაწყვეტილებით, წყვილს სასექსის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ტიტული მიენიჭათ.

ბრიტანეთის პრინცები განათხოვარ ქალებზე არ ქორწინდებიან. ჰარიმ ამ ქორწილით სამეფო ოჯახის საუკუნეობრივი ტრადიცია დაარღვია, რადგან მარკლი ერთხელ უკვე იყო გათხოვილი. კენსინგტონის სასახლის ცნობით, ღონისძიებას დაახლოებით 1200 - მდე ადამიანი ესწრებოდა.

იხილეთ ფოტოგალერეა


გვანცა ახვერდაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო
me\
22 მაისი 2018 13:01
უფროსი განათხოვარი და მულატი ანუ ფერადკანიანი აუუუჰ რამდენი დაარღვია ბრიტანეთის სამეფო კარმა
SS
19 მაისი 2018 23:18
ფიცი უნდა გატყდეს 100%-ით. ერთი რამე მაინტერესებს: რამდენ ხანში გასტეხამენ ფიცს (ან ერთი, ან მეორე). :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

რედაქტორის რჩევით