რამდენი ტაბუ დაარღვია ჰარიმ მეგანზე ქორწინებით?
23-05-2018
რამდენი ტაბუ დაარღვია ჰარიმ მეგანზე ქორწინებით?
მართალია პრინც ჰარისა და მეგან მარკლის ქორწილი უკვე გაიმართა, თუმცა არ წყდება საზოგადოების ინტერესი სამეფო ოჯახისა და "ახალგამომცხვარი" ცოლ-ქმრის მიმართ.

ხალხის ყურადღება წყვილმა ჯერ კიდევ იმ დროს მიიქცია, როდესაც პრინც ჰარის გვერდით ამერიკელი მსახიობი, მეგან მარკლი გამოჩნდა. იმ წუთიდან მედიამ აქტიურად დაიწყო მეგანის შესახებ ყველანაირი ინფორმაციის მოძიება.

ფოტოგალერეა

ჰარისა და მეგანის ქორწინება იმითაც არის გამორჩეული, რომ შეყვარებულმა პრინცმა სამეფო ოჯახის რამდენიმე ტრადიცია დაარღვია, რასაც ქვემოთ გთავაზობთ.

ამერიკელი გოგონა უბრალო ოჯახიდან
იმის გარდა, რომ მეგან მარკლი არ არის ბრიტანელი, ის არც დიდგვაროვანთა ოჯახს მიეკუთვნება. მეგან მარკლი 1981 წლის 4 აგვისტოს ლოს-ანჯელესში დაიბადა. მეგანის მამა თეთრკანიანია, ხოლო დედა აფროამერიკელი. წყივლმა ერთმანეთი სატელევიზო სერიალის გადაღებებზე გაიცნო. მეგანი დორია რეგლანდისა და ტომას მარკლის ერთადერთი შვილია.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთში წლების
განმავლობაში იყო შემთხვევები, როდესაც სამეფო ოჯახის წევრები "უბრალო" ადამიანებს უკავშირებდნენ ბედს.
მაგალითად, მეფე ჯორჯ მეექვსის ქალიშვილი, პრინცესა მარგარეტი ბრიტანელ ფოტოგრაფ ანტონი არმსტრონგ-ჯოუნსზე გათხოვდა, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონია სამეფო ოჯახთან.
დედოფალ ელიზაბეტის უმცროცი ვაჟი, პრინცმა ედვარდმა ცოლად მოიყვანა სოფი რის-ჯოუნსი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტად მუშაობდა.

მეგანის ფერადკანიანი დედა
მეგან მარკლის დედა დორია რეგლანდი აფროამერიკელია. მეგანი 6 წლის იყო, როცა მშობლები განქორწინდნენ, როგორც ამბობენ, ქორწინება "მეგობრულად" დასრულდა. მეგანი, მშობლების დაშორების შემდეგ, დედასთან ცხოვრობდა, მაგრამ მამასაც რეგულარულად ნახულობდა.

განათხოვარი საპატარძლო

ამერიკელი მსახიობისთვის პრინც ჰარიზე გათხოვება პირველი ქორწინება არ არის. 2011 წელს ის პროდიუსერ ტრევორ ენგელსონზე დაქორწინდა, თუმცა ორი წლის შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა. ქორიწნებამდე ისინი ერთმანეთს 7 წელი ხვდებოდნენ. განქორწინების შემდეგ მეგან მარკლი გოლფის ცნობილ მოთამაშეს რორი მკლროისა, მოგვაინებით კი, კანადელ შეფ-მზარეულს კორი ვიტიელოს ხვდებოდა.
მეგან მარკლი ყოფილ მეუღლესთან ერთად
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სამეფო ოჯახში განათხოვარი ქალი შევიდა, წლების წინ დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფემ, ედუარდ VIII-მ უარი თქვა სამეფო ტახტზე, რათა ცოლად შეერთო განქორწინებული ქალი უოლის სიმფსონი.
ორი საუკუნის წინ, მეფე ჯორჯ მეხუთემ იქორწინა პრინცესა მერიზე, რომელიც ჯორჯის უფროსი ძმის, ალბერტის საცოლე იყო, სამწუხაროდ, ალბერტი პნევმონიით გარდაიცვალა, ამიტომ მერის ქორწინება უმცროს ძმაზე გადაწყდა.


ფემინისტი ქალი
მეგან მარკლი თავადვე ამბობს, რომ ფემინისტია. გარდა მისი ჰუმანიტარულ პროექტებში ჩართულობისა, მარკლი ცნობილია, როგორც გენდერული თანასწორობის დამცველი.
მეგანი ბავშვობიდან იცავდა ქალთა უფლებებს, ამის გამო, 11 წლის მეგანმა ჰილარი კლინტონს წერილიც კი მისწერა სარეცხი საშუალებების მწარმოებლის მიერ გავრცელებული რეკლამის წინააღმდეგ.
"ჭურჭლის სარეცხი საშუალების რეკლამა ვნახე, სადაც ამბობდნენ, "ქალები მთელ ამერიკაში ებრძვიან ჭუჭყიან ჭურჭელს", ამის ნახვამ ისე გამაბრაზა, საშინელება იყო, წერილები მივწერე ჰილარი კლინტონსა და ამ სარეცხი საშუალებების მწარმოებლებს, ამან გაამართლა. მათ სიტყვა "ქალები" შეცვალეს სიტყვით "ხალხი", - ამბობს მეგან მარკლი.

ჰერცოგზე უფროსი ჰერცოგიანია
თანამედროვე სამყაროში არავისთვის არის უცნაური, რომ ხშირად ცოლები ქმრებზე რამდენიმე წლით უფროსები არიან, თუმცა როდესაც საქმე სამეფო ოჯახს ეხება, აქ ყველაფერი დეტალებშია გაწერილი. როგორც ჩანს, პრინცმა ჰარიმ არც ამას მიაქცია ყურადღება. 36 წლის მეგანი 33 წლის ჰარიზე 3 წლით უფროსია.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა თაკო ესებუამ


მარი
29 მაისი 2018 22:08
ჭორიკანა ქართველები!!!ნეტა თქვენ ვის რა გეკითხებათ???
GUGA
24 მაისი 2018 03:21
გერა შენ ვანგას ბიძაშვილი ხარ?
natali
23 მაისი 2018 17:45
Gera, მართლა? კაი ერთი!!! საიდან ასეთი უტყუარი წინათგრძნობა!! კი, ბრიტანეთში მონარქიის ბოლო დღეები დათვლილია, რადგან პრინცმა განათხოვარი ცოლი შეირთო. ეს როგორ გაბედა..... ჩვენთან კი პირიქით, ჩალიჩი მიდის მონარქიის აღდგენაზე. ერთი ის გვიშლის ხელს, თუ ბაგრატიონების რომელი შტოდან შევარჩიოთ მონარქი. ეხ ღრუზინ, ღრუზინ!!!! მართლა ღრუზინ!!

რედაქტორის რჩევით