ტესტი: რა იცით სუმოს შესახებ?
25-05-2018
ტესტი: რა იცით სუმოს შესახებ?
ამბობენ, რომ წინაპართა წეს-ჩვეულებანი იაპონელისთვის ლამის ყველაფერია - ამომავალი მზის ქვეყანაში ჟამთა სვლამ ვერაფერი დააკლო ჩაის სმის, ყვავილნარის მოვლისა თუ საქორწინო ტრადიციებს.
იაპონიაში გართობა და სპორტიც თავისებურად უყვართ. განსაკუთრებით იტაცებთ ტრადიციული, მამაპაპური ასპარეზობანი და საბრძოლო ხელოვნება, რომლის სახეობათა შორის გამორჩეული ადგილი უკავია სუმოს - დევკაცთა ჭიდაობას.  ეს გოლიათური სპორტი ამომავალი მზის ქვეყნიდან ჩვენში პოპულარული მას მერე გახდა, რაც ქართველებმა იაპონურ ასპარეზზე წარმატებებს მიაღწიეს. განსაკუთრებით კი მას მერე, რაც ლევან გორგაძემ,
იგივე ტოჩინოშინმა
არაერთი გამარჯვება მიითვალა უკვე და ქართველი გულშემატკივარი უსაზღვროდ გაახარა. საქართველოში სპორტის ამ სახეობით სულ უფრო და უფრო მეტად ინტერესდებიან.
ამიტომაც გთავაზობთ ტესტს: რა იცით სუმოს შესახებ? იმედი გვაქვს კითხვებზე პასუხის გაცემა არ გაგიჭირდებათ, ამაში კი ეს სტატიაც დაგეხმარებათ: ავტომობილის მართვა სუმოს სამყაროში დაუშვებელია -
კიდევ რა ეკრძალებათ სუმოისტებს?

ტესტის ჩატვირთვას შესაძლოა მცირე დრო დასჭირდეს, გისურვებთ წარმატებას!
!!!
28 მაისი 2018 14:12
სუმო არ მაინტერესებდა. მხოლოდ ლევანის გამო ვუყურებდი და ვგულშემატკივოდი როგოც ქართველს ,რომელც უცხო ქვეყანაში "დევებს ეჭიდავებოდა".

რედაქტორის რჩევით