ძაღლების დესერტი - კვირის პალიტრა

ძაღლების დესერტი

ბრიტანეთში "ძაღლის ნაყინი" გამოჩნდა, რომელიც "მოძრავ ჯიხურებში" იყიდება. ნაყინი საგანგებო რეცეპტით არის მომზადებული და ადამიანის მეგობრის

"გემოვნებასა და სურვილს" ითვალისწინებს. "ადამიანური ნაყინისგან" კი შემადგენლობით განსხვავდება -   ქათმისა და ღორის ხორცის ფარშისგან არის დამზადებული და ხრაშუნა ბისკვიტის ჭიქაშია ჩამოსხმული.

ასეთი ნაყინის დამზადებას ბრიტანელები დიდი ხანია ითხოვდნენ: "ადამიანური ნაყინი" ძაღლისთვის ძნელი მოსანელებელია. ესეც რომ არ იყოს, ჩვენი ერთგული "ძმები" ნამდვილად იმსახურებენ გემრიელ "ნუგბარს".