პამელას "ანტრეკოტი"...
კანადის ცხოველთა დაცვის მეტად ცნობილმა ორგანიზაცია PETA-მ, ტელერეკლამისთვის "თვალსაჩინოების ნიმუშად" პამელა ანდერსონის სხეული გამოიყენა და
ტრადიციულ საყასბო ნაჭრებად "დაანაწილა", სადაც ნაჭრების სახელწოდებები წარწერით იყო მითითებული, სლოგანი კი ასე ჟღერდა: "ყველა ცხოველს იგივე ნაწილები აქვს"... სუპერმოდელს იდეა ძალიან მოეწონა, თუმცა პამელას კეთილშობილური მისიისა კანადის ხელისუფლებამ არ დაიჯერა და სექსუალური რეკლამა აკრძალა.