ტუალეტის მოყვარულთათვის - კვირის პალიტრა

ტუალეტის მოყვარულთათვის

ჩინეთის ქალაქ შენჟენში გაიხსნა რესტორანი ტუალეტის მოყვარულთათვის, სახელწოდებით "თანამედროვე ტუალეტი"... კლიენტს აქ ყველაფერი ტუალეტს აგონებს:

სკამები უნიტაზს ჰგავს, რბილი ავეჯი - ფუნას, მაგიდები კი მინაგადაფარებული "პირსაბანია"... ტუალეტის ატრიბუტების ფორმისაა მრავალფეროვანი ჭურჭელიც. რესტორანში მუდამ ხალხმრავლობაა, განსაკუთრებით ბევრია სტუდენტი. რესტორნის პატრონ ვანგ ცი ვეის ანალოგიური რესტორნები ტაივანსა და ჰონკონგშიც აქვს...