"ანუკა აქ გავიცანი" - რას ამბობს კახა კალაძე მეუღლესა და შვილებზე?
28-05-2018
"ანუკა აქ გავიცანი" - რას ამბობს კახა კალაძე მეუღლესა და შვილებზე?
რამდენიმე დღის წინ, თბილისის მერი კახა კალაძე მილანში, ცნობილი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ თამაშზე იმყოფებოდა. ამის ამსახველი ფოტოები კალაძის ოფიციალური "ფეისბუკის" გვერდზეც გავრცელდა.

კახა კალაძე პირლოს გამოსამშვიდობებელ თამაშზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

"ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ზოგადად ცოტა დრო მაქვს იმისათვის, რომ ოჯახთან ერთად ვიყო, თუმცა როგორც კი თავისუფალი დრო მიჩნდება, ვცდილობ, ეს დრო მოვახმარო ოჯახს, ჩემს შვილებს, მეგობრებს იმიტომ, რომ შეუძლებელია ადამიანი იყოს წარმატებული, რომელიც თავისი ოჯახის ხარჯზე ან მეგობრების ხარჯზე
ცდილობს სხვა მიმართულებით მიაღწიოს წარმატებას. ჩემი სპორტული ცხოვრებიდან გამომდინარე, რაციონალურად ვანაწილებ ჩემ დროს და მაქსიმალურად ვცდილობ როცა მაქვს შესაძლებლობა, ეს დრო მოვახმარო ჩემს ოჯახს, შვილებს და მეგობრებს...

ამ ქალაქთან არის ყველა ჩემი წარმატება დაკავშირებული. ისიც, რომ ანუკა აქ გავიცანი, მილანში და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ
ღმერთმა შეგვახვედრა ერთმანეთს", - განუცხადა კალაძემ "იმედის კვირას".

ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო



italia
30 მაისი 2018 07:46
ვეტანხმები ნანის რომელიც სინამდვილეს მსჯელობს
Nana
30 მაისი 2018 04:12
Aketet kargi sakmeebi tveni kveknistvis da gamravldit. Ypali gparavdet.
nani
29 მაისი 2018 16:02
გაიხარეთ გამრავლდით იყავით ბედნიერები მაგრამ კახას ერთსა ვთხოვ თავისთავზე და თავისოჯახის გარდა ქვეყანაზე და ამ უბედურ მშიერ ხალხზეც იფიქროს მარტო პირადი ბედნიერება არაფერია

რედაქტორის რჩევით