ლექსო თამაზაშვილი დაქორწინდა - ვინ არის ყოფილი პარლამენტარის რჩეული? - კვირის პალიტრა

ლექსო თამაზაშვილი დაქორწინდა - ვინ არის ყოფილი პარლამენტარის რჩეული?

ყოფილი პარლამენტარი, ყოფილი პრემიერის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლისძმა ლექსო თამაზაშვილი დაქორწინდა. 33 წლის თამაზაშვილმა და მისმა რჩეულმა თეო ნანავამ, ჯვარი სვეტიცხოველში დაიწერეს. ჯვრისწერის ფოტოები "ფეისბუქკზე" გავრცელდა.

საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის დეპუტატის და "ქართული ოცნების" ყოფილი წევრის მეუღლე ყოფილი მოდელია. თეო ნანავა ამჟამად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის თანამშრომელია.