"როცა ქრისტინე ვნახე, მეგობრობაზე მეტი მომინდა" - ქართული სამეფო ოჯახი ჯვრისწერის მოლოდინში
03-06-2018
"როცა ქრისტინე ვნახე, მეგობრობაზე მეტი მომინდა" - ქართული სამეფო ოჯახი ჯვრისწერის მოლოდინში
დღეს მცხეთაში ქართული სამეფო ქორწილია დაგეგმილი. ესპანეთში მცხოვრებ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი პრინცი ხუან იოანე ბაგრატიონი და მისი რჩეული, ცნობილი მოდელი, ქრისტინე ძიძიგური, აწ უკვე ქრისტინე ბაგრატიონი, სვეტიცხოვლის ტაძარში ჯვარს დაიწერენ.
როგორც ირკვევა შემდეგ სტუმრებს საზეიმო ვახშამზე მცხეთაში, "შატო მუხრანი" უმასპინძლებს.
ჯვრისწერის წინა საღამოს შატო მუხრანში გალასაღამო გაიმართა. სამეფო წყვილმა სტუმრები წითელ ხალიჩაზე მიიღო. პრინცესა ქრისტინე კი წითელ კაბაში მართლაც თვალისმომჭრელი გახლდათ. (იხილეთ ფოტოები)

ხუან ბაგრატიონი და ქრისტინე ძიძიგური უკვე 4 წელია შეუღლებულები
არიან, მათ ქორწილი 2014 წელს ესპანეთის ქალაქ რანდაში გადაიხადეს. ესპანურ ქორწილში ქრისტინეს ხუანის დედის ნაჩუქარი ბეჭედი ამშვენებდა, რომელიც ბაგრატიონების საგვარეულო სამკაულია.

წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე გახლ
დათ, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონში" ცეკვავდა, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და იმონაწილევა მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში.
მისი თქმით, ხუანი ძალიან ყურადღებიანი და გულისხმიერი მეუღლეა და საჩუქრებით ხშირად ანებივრებს. "ჩემთვის ყველაზე ძვირფასია მეუღლის ნაჩუქარი მწვანე ყელსაბამი, რომელიც გაცნობის შემდეგ მაჩუქა, იმის ნიშნად, რომ დარწმუნებული იყო ჩემ მიმართ საკუთარ გრძნობებში", - განცხადა მან ერთ-ერთ ინტერვიუში.

მოდელმა მომავალი მეუღლე საფრანგეთში გაიცნო.

ხუანი ერეკლე მეორის შთამომავლია, ხუანის (იოანე) ძარღვებში როგორც ქართველი, ისე ევროპელი მონარქების სისხლი ჩქეფს. მამის მხრიდან ესპანეთში მცხოვრები მუხრანელი ბაგრატიონების შთამომავალი, ირაკლი ბაგრატიონის შვილიშვილია. ხუანმა ბავშვობა მადრიდში გაატარა. გარკვეული პერიოდი ესპანეთში და ბრიტანეთში ცხოვრობდა, შემდეგ პარიზში გადავიდა. პრინცი ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული.

"ჩვენი საერთო ნაცნობები მეუბნებოდნენ, რომ ქრისტინე კარგ მეგობრობას გამიწევდა, საქართველოსა და ქართველებს უკეთ გამაცნობდა, მაგრამ როცა ის ვნახე, მეგობრობა აღარ მინდოდა, გაცილებით მეტი მომინდა", - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ქართველი პრინცი.

იხილეთ ფოტოგალერეა

Sokrata
28 ივნისი 2018 00:57
Mainc ra moginda amxanago princo? :)
Z
11 ივნისი 2018 12:42
იმონაწილევა.... მოვიდა ლევან ღVინჯილია
bacuki
08 ივნისი 2018 09:13
- მეც მეტი მომინდებოდა მეფეო!

რედაქტორის რჩევით