მადლიერი ძროხები - კვირის პალიტრა

მადლიერი ძროხები

შვედეთში ფირმა DeLaval-ის მიერ შექმნილი  ავტომატური "სპეცსამრეცხაო" ადგილობრივმა ძროხებმა უდიდესი მადლიერებით "მიიღეს" - რძის წველის მაჩვენებელი

შესამჩნევად გაიზარდა. სიახლე მასობრივად ინერგება დიდსა თუ პატარა ფერმებში - უკვე გაიყიდა 30000 "ძროხის სამრეცხაო". თავად ძროხებს კი იმდენად მოსწონთ "რეცხვა-წმენდა-ფხანის" აპარატი, რომ ცოცხალი თავით არ სურთ ერთმანეთისთვის დათმობა... სხვათა შორის, აპარატმა ძროხებში ვირუსის გავრცელებაც მკვეთრად შეამცირა.