დენდების ოლიმპიადა - კვირის პალიტრა

დენდების ოლიმპიადა

ლონდონის ცენტრში, ბრედფორდ სკვერში, გაიმართა დენდების მე-6 ოლიმპიადა, რომელსაც ინგლისური ჟურნალი თჰე ჩჰაპ Magazine ატარებს.

პირობის თანახმად, შეჯიბრება ტარდება "იდეალურად ჩაცმულ ისეთ დენდებს შორის, რომელთაც არ აინტერესებთ "სპორტი". ოლიმპიადის დღის წესრიგში კი შემდეგი "სახეობებია":

ფაიფურის თეფშით კიტრიანი სენდვიჩის ტყორცნა, ორკესტრის თანხლებით საერთო შარვლით წყვილად სირბილი "სამ ფეხზე", ცვილით გაპოხილი ულვაშების "გადაწევა", ჯენტლმენების ზურგზე ამხედრებული სალონურად ჩაცმული ქალბატონების "რბოლა"...