"სუპერფეხი" - კვირის პალიტრა

"სუპერფეხი"

ტოკიოში, ფილმ "სალტ"-ის პრემიერაზე, ანჯელინა ჯოლის ჩასვლას აურაცხელი თაყვანისმცემელი 35-გრადუსიან პაპანაქებაში რამდენიმე საათი ფეხმოუცვლელად

ელოდა. ფანებმა მაშინვე შეამჩნიეს, რომ ანჯელინას ხელებზე ვენები და კუნთები დაბერილი აქვს... საყოველთაო აზრით, მსახიობი მადონას დაემსგავსა! - ვარჯიში აშკარად ზედმეტი მოუვიდა. სუპერვარსკვლავმა პრემიერაზე ვერსაჩეს ისეთი კაბა ჩაიცვა, რომელიც მკლავებისა და ზურგის გარდა ცალ ფეხს მთლიანად აჩენდა - ფანებს მისი ტატუს საგულდაგულოდ დათვალიერების საშუალებაც კი მიეცათ. საერთო აზრით, ანჯელინას ფეხები კვლავ ულამაზესია!