ქათმების რბოლა - კვირის პალიტრა

ქათმების რბოლა

სოფლის პრობლემებისთვისაც ყურადღების მისაქცევად დეტროიტში ქათმების რბოლა გაიმართა, რომელშიც 17 "სპორტსმენი" მონაწილეობდა. მაყურებლები

პლაკატებით, დროშებითა და მუსიკით ამხნევებდნენ თავიანთ ფავორიტებს, რომელთაც ფინიშზე გემრიელი საკენკი ელოდათ. თავიდან ქათამი "ჰანი ბარბეკიუ" დაწინაურდა, თუმცა საბოლოო გამარჯვება ქათამ "ათინას" დარჩა, რომელმაც დისტანცია 3 წუთში დაფარა. გამარჯვებულის პატრონმა კი მოგებული თანხა დეტროიტის ბუდისტურ მონასტერს შესწირა.