"კონ ტიკის" კვალდაკვალ - კვირის პალიტრა

"კონ ტიკის" კვალდაკვალ

12500 პლასტმასის ბოთლით აგებულმა ბარონ დე როტშილდის 18-მეტრიანმა კატამარანმა "პლასტიკიმ" (მასზე ადრეც ვწერდით), სან-ფრანცისკოდან სიდნეიმდე წყნარი ოკეანე 128 დღეში გადასერა.

ბარონმა ნავი იმის დასამტკიცებლად ააგო, რომ ოკეანის ნაგვის გამოყენებაც შესაძლებელია. ნავზე ენერგიას მზის ბატარეებითა და ქარის წისქვილით იღებდნენ.

რაციონის მრავალფეროვნებისთვის პატარა ბოსტანიც ჰქონდათ გაშენებული, 6-კაციანი ეკიპაჟის კაპიტანი კი ერთადერთი ქალი - ჯო რეილი იყო. ცურვის დასრულების შემდეგ დე როტშილდი "ნაგავი-ნავის" გადასამუშავებლად ჩაბარებას აპირებდა, მაგრამ საერთო თხოვნით, მან ავსტრალიის საზღვაო მუზეუმში დაიდო ბინა...