მიხეილ სააკაშვილის ვაჟი დაქორწინდა - ვინ არის ედუარდის რჩეული?
02-07-2018
მიხეილ სააკაშვილის ვაჟი დაქორწინდა - ვინ არის ედუარდის რჩეული?
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის უფ­რო­სი ვაჟი, ედუ­არ­დი და­ქორ­წინ­და. სა­ა­კაშ­ვი­ლე­ბის რძა­ლი ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბის გო­გო­ნა გახ­და. შვი­ლის ქორ­წი­ლი­სა და რძლის ოჯა­ხის შე­სა­ებ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა "რუს­თა­ვი 2"-ის გა­და­ცე­მა "კვი­რის აქ­ცენ­ტებ­ში" ისა­უბ­რა:

"ხა­ლი­სი­ა­ნად გა­მო­ვი­ყუ­რე­ბი იმის გამო, რომ ახლა ვიმ­ყო­ფე­ბი ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, სა­დაც გუ­შინ და­ვეს­წა­რი ჩემი შვი­ლის, ედუ­არ­დის ქორ­წილს. გუ­შინ­დე­ლი­ვით მახ­სოვს, მე თვი­თონ რო­გორ დავ­ქორ­წინ­დი ნიუ-იორკში, რო­გორ ვცხოვ­რობ­დი სტუ­დენ­ტურ ცხოვ­რე­ბას... რა თქმა უნდა, ყვე­ლა­ნი ერ­თად ჩა­მო­ვე­დით და გან­წყო­ბა მაქვს ძა­ლი­ან კარ­გი", - აღ­ნიშ­ნა
სა­ა­კაშ­ვილ­მა პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვი­სას.

"ეს რო­მე­ლი რძა­ლია, ებ­რა­უ­ლი ეთ­ნი­კუ­რი წარ­მო­შო­ბის, რო­მე­ლიც თქვენ ახ­სე­ნეთ? რო­გორ მი­ი­ღეთ?", - და­ინ­ტე­რეს­და გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი.

"მე ვახ­სე­ნე, რომ კარ­გი გო­გოა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა თუ არა, ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ებ­რა­უ­ლი წარ­მო­შო­ბი­საა
და ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხია, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბო­და ყო­ფი­ლი­ყო ქარ­თვე­ლიც, უკ­რა­ი­ნე­ლიც და ავ­სტრა­ლი­ე­ლიც - ამას მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს, რაც მთა­ვა­რია, ძა­ლი­ან თბი­ლი ოჯა­ხია და მე­გობ­რუ­ლი ხალ­ხია", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 2017 წელს ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვილ­მა სვარ­თმო­რის კო­ლე­ჯი და­ამ­თავ­რა. ის პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია და ამე­რი­კის ერთ-ერთ რა­დი­ო­სად­გურ­ში მუ­შა­ობს. ედუ­არდ სა­ა­კაშ­ვი­ლი ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში (პენ­სილ­ვა­ნი­ის შტა­ტი) ცხოვ­რობს.
natiamagari xar getkoba komentaris nervebi tu gakvs
04 ივლისი 2018 09:03
ბედნიერი იკოს.რაც სჰეეხება მატ ოჯახს ჰიბრიდულია
hmmm
02 ივლისი 2018 23:45
მიშა , იქნებ რძალმა მაინც გირჩიოს რამე, გითხრას, როგორი არ უნდა იყო.
ბენაშვილი ნანა
02 ივლისი 2018 19:53
ღმერთმმა ბედნიერები ამყოფოს

რედაქტორის რჩევით