სოხუმი, ბებო გენაცვალოს, უფალო შეგვიწყალენ - კოლექცია, რომლითაც დემნა გვასალიამ მსოფლიო აალაპარაკა
02-07-2018
სოხუმი, ბებო გენაცვალოს, უფალო შეგვიწყალენ - კოლექცია, რომლითაც დემნა გვასალიამ მსოფლიო აალაპარაკა
დემნა გვასალიამ მსოფლიოს ალაპარაკება კიდევ ერთხელ შეძლო. 1 ივლისს პარიზში Vetements-ის ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარადგინა, რომელშიც ქართულწარწერებიანი სამოსი ჭარბობს და რომლის ყურადღების ცენტრშიც საქართველოს ისტორია მოექცა.

ფოტოგალერეა

"მოდელების შესარჩევი კასტინგი საქართველოში ჩავატარეთ. ავარჩიეთ 40 მოდელი და აქ ჩამოვიყავნეთ. მე მათ ვუყურებ როგორც ქართველი ახლაგაზრდების ხმას, რომლებიც პოლიტიკური რეჟიმისგან იჩაგრებიან და ამის გამო არ შეუძლიათ საკუთარი მოსაზრების გამოხატვა. საქართველოში რეალური თავისუფლება არ არის. მე იქ ვცხოვრობდი, მივხდი, რომ ის დრო ჩემთვის
ტკივილიანი იყო და ეს უნდა გამომეხატა", - ამბობს დიზაინერი ახალ კოლექციაზე.

სოხუმი, საქართველო, ბებო გენაცვალოს, ქართველთა გენოციდი, უფალო შეგვიწყალენ - ეს ის წარწერებია, რომელიც დიზაინერმა სამოსზე გამოიყენა.


"კო­ლექ­ცია მი­ვუ­ძღვე­ნი
სა­ქარ­თვე­ლოს, ქვე­ყა­ნას, სა­დაც მე და ჩემი ძმა, გუ­რა­მი 90-იან წლებ­ში ვიზ­რდე­ბო­დით. ვე­ცა­დე, ჩვე­ნე­ბი­სას თვა­ლი გა­მეს­წო­რე­ბი­ნა ში­შის­თვის და ტკი­ვი­ლის­თვის...
დღეს ყვე­ლა ომზე და ლტოლ­ვი­ლებ­ზე ლა­პა­რა­კობს და მე ვიცი, ეს რას ნიშ­ნავს. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ ეს ამ­ბე­ბი ჩემი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხე­ბა­ცაა", - ამბობს დიზაინერი.

აღსანიშნავია, რომ შეიქმნა Vetements-ის აპლიკაცია, რომელზეც დატანილია QR კოდი. კოდის დასკანირების შემდეგ მომხმარებელი გადავა ვი­კი­პე­დი­ის გვერ­დზე "აფხა­ზეთ­ში ქარ­თვე­ლე­ბის ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და".

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო

nino
03 ივლისი 2018 13:14
ეტყობა მოდელებზე მაგრად რომ უჭირს ტვინში

რედაქტორის რჩევით