სად იკერება საქართველოში ხორვატიის ნაკრების ფორმა?
სად იკერება საქართველოში ხორვატიის ნაკრების ფორმა?
უკვე ცნობილია რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტები. 15 ივლისს ერთმანეთს ხორვატიისა და საფრანგეთის ნაკრებები დაუპირისპირდებიან. ხორვატიის ნაკრებს მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად გულშემატკივართა არც თუ მცირე არმია საქართველოშიც ჰყავს. საქართველოში მათ მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც საზოგადოებამ გაიგო, რომ ხორვატიის ნაკრების ფორმა საქართველოში იკერება.

ზემოთაღნიშნულის შესახებ ინფორმაცია Nike-ის ბრენდის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული. ფორმების იარლიყზე წარწერაა "Made In Georgia".

რაც შეეხება კომპანიის ვინაობას, 2018 წლის ჩემპიონატზე, ხორვატიის ნაკრებისთვის ფორმები საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ბენეფიციარმა, შპს "აჭარა ტექსტილემ" შეკერა. ქართული ექსპორტიორი კომპანია შპს "აჭარა ტექსტილე" 2008 წლიდან საფეიქრო მრეწველობის დარგში მოღვაწეობს და წლების განმავლობაში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო კომპანიებთან როგორებიცაა: Nike, Adidas, Puma, Lotto, Erima
და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიას, ქ. ბათუმში და ქობულეთის მუნიციპალიტეტ სოფელ ბობოყვათში არსებულ ორ სამკერვალო ქარხანაში დასაქმებული ჰყავს 2 500 საქართველოს მოქალაქე. სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით კი, კომპანიამ მარტიდან ასორტიმენტის გაფართოება და ქ. ფოთში ახალი საწარმოს აშენება შეძლო, რომლის ფარგლებშიც დამატებით 3 000 ადამიანი დაასაქმა. (იხილეთ სრულად)

maia
12 ივლისი 2018 15:13
სანამ დაინგრეოდა საბჭოთა კავშირი, ეს ფაბრიკა ბათუმში უახლოესი იაპონური მანქანა-დანადგარებით აღჭურვა იაპონიიდან წარდგენილმა ჯგუფმა, არ დანგრეულა და გაპარტახებულა როგორც უმრავლესობა საწარმოები, მუშაობს ხალხი დასაქმებულია თუმცა თანამშრომლები უჩივიან მიზერულ, მონურ შრომას :(
მარი
12 ივლისი 2018 14:55
აშკარად იმიტომ მოიგეს ინგლისთან რომ ქართველის ხელშეხებული ნაჭერი-მაისური ეცვათ......

რუბრიკის სხვა სიახლეები
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ხელმისაწვდომია თუ არა თქვენთვის დასვენება საზღვარგარეთის კუროტებზე?
დღის კითხვადი სტატიები