13 ივლისის მზის დაბნელება - რას გვირჩევენ ასტროლოგები? - კვირის პალიტრა

13 ივლისის მზის დაბნელება - რას გვირჩევენ ასტროლოგები?

ასტროლოგების თქმით, ზაფხულის და წლის განმავლობაშიც 9-15 ივლისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვირაა. ზუსტად ამ კვირაში დაიწყო წლის რიგით მეორე "დაბნელებების დერეფანი".

13 ივლისს, პარასკევს მზის ნაწილობრივ დაბნელება დაიწყო, რამაც პიკს 07:02 საათზე მიაღწია. მზის დაბნელების გარდა, 13 ივლისი თურმე მაგნიტური დღეცაა. მთვარე კი გადის ლომის ზოდიაქოს.

მზის დაბნელების ხილვა შესაძლებელი იყო ავსტრალიის უკიდურეს სამხრეთში, ახალ ზელანდიაში, ატლანტის ოკეანის სამხრეთ ნაწილში ან ანტარქტიდის სანაპიროზე.

მზის დაბნელება წელს პირველად 15 თებერვალს მოხდა, მესამე კი - 11 აგვისტოს გველოდება.

ასტროლოგები საზოგადოებას ურჩევენ, მოერიდონ კონფლიქტებს, ეგოიზმის გამოვლინებას. ამასთანავე ამ დღეს არაა სასურველი ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლის მიღება, ნერვიულობა, სიმძიმეების აწევა. არ არის სასურველი ფინანსური გარიგება, ხელშეკრულების დადება, ბინის შეცვლა, ქორწინება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

ივლისის თვე იმითაც არის გამორჩეული, რომ 27 ივლისს სავსემთვარეობისას ადგილი ექნება მთვარის სრულ დაბნელებას.

რას გვირჩევენ ასტროლოგები 13 ივლისს უფრო დაწვრილებით:

13 ივლისს მზის დაბნელებაა კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პერიოდში წინ წამოიწევს ყველა ის თემა, რომელიც ოჯახს, ოჯახის წერვებთან ურთიერთობასა და პირადი უსაფრთხოების საკითხებს ეხება. კარგად დაფიქრდით და გაიაზრეთ, როგორი გინდათ, რომ იყოს თქვენი ურთიერთობები ახლო წრის ადამიანებთან, დედ-მამასთან ან ოჯახის სხვა წევრებთან? რა გაკლიათ საიმისოდ, რომ თავი უსაფრთხოდ და დაცულად იგრძნოთ? უფრო მეტი სითბოსა და ზრუნვის გამოხატვა ასწავლეთ საკუთარ თავს.

დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ.

მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ.

მეტად დაისვენეთ.

ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა.

ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.

მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები.

არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.

არ შეიჭრათ თმა!

ამ დღეს დაბადებული ადამიანი ღრმა სიბერემდე მიაღწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვური, მიამიტი და მეოცნებე იქნება.

უფრო მეტი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ astrologi.ge - ზე