"საოცნებო ნაკრები" - მსოფლიო ჩემპიონატის 11 ყველაზე სიმპათიური ფეხბურთელი
15-07-2018
"საოცნებო ნაკრები" - მსოფლიო ჩემპიონატის 11 ყველაზე სიმპათიური ფეხბურთელი
სულ რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ვინ გახდება 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში. 15 ივლისს მოსკოვში, "ლუჟნიკების" სტადიონზე ერთმანეთს ხორვატია-საფრანგეთი დაუპირისპირდება.

მთელი თვის განმავლობაში მსოფლიო ჩემპიონატს მილიონობით ადამიანი ადევნდებდა თვალყურს. საოცარ საფეხბურთო სანახაობასთან ერთად, არაერთმა ფეხბურთელმა ქალთა მრავალმილიონიანი არმიის მოხიბვლაც მოახერხა.

გთავაზობთ მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სიმპათიური ფეხბურთელების სიას, რომელიც უცხოური გამოცემების გამოკითხვებით შევადგინეთ. სიაში სიმბოლურად 11 ფეხბურთელი შევიყვანოთ.


დანიელ სუბაშიჩი

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტია ხორვატიის ნაკრებისა და საფრანგეთის "მონაკოს" მეკარე დანიელ
სუბაშიჩი.
33 წლის ფეხბურთელი თავისი გუნდის ნამდვილი ლიდერია. მისი დიდი დამსახურებაა ნაკრების ფინალში გასვლა, რადგან შეიძლება ითქვას, რომ თერთმეტმეტრიანების მოგერიების დიდოსტატია.

სუბაშიჩის ერთ-ერთი ახლო მეგობარი გახლდათ ჰრვოე ჩუსტიჩი, რომელთან ერთადაც "ზადარის" ახალგაზრდულ კლუბში თამაშობდა. 2008 წელს ხორვატიის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, ერთ-ერთი თამაშის დროს, მძიმე დაზინაება მიიღო
ჩუსტიჩმა, რომლის შედეგაცად მოგვიანებით გარდაიცვალა. ამბობენ, რომ ამან დანიელზე დიდი გავლენა მოახდინა. ამ ტრაგედიის შემედეგ, სუბაშიჩს მოედანზე ფორმის ქვეშ, ჩუსტიჩის გამოსახულებიანი მაისური აცვია.

სიმპათიური ფეხბურთელი დაქორწინებულია.

ჟერარდ პიკე
31 წლის ფეხბურთელი ესპანეთის ნაკრებისა და "ბარსელონას"  შეუცვლელი მცველია.
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2009 წელს შედგა. ნაკრებთან ერთად მან 2010 წლის მსოფლიოს და 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

პიკეს მეუღლე ცნობილი კოლუმბიელი მომღერალი შაკირაა. წყვილს 2 ბიჭი ჰყავს.

ანტუან გრიზმანი
გრიზმანი საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის "ატლეტიკოს" ფეხბურთელია, ის ერთ-ერთი გამორჩეული შემტევი გამთამაშებელი და შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთის ნაკრების ნამდვილი იმედია.
27 წლის გრიზმანს მეუღლე და ერთი ქალიშვილი ჰყავს.
კრიშტიანუ რონალდუ
სიმპათიურ ფეხბურთელებს შორისაა პორტუგალიისა და ახლა უკვე ტურინის "იუვენტუსის" 33 წლის ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუა. ის აქამდე მადრიდის "რეალის" ვარსკვლავი გახლდათ და მისი "ბებერ ქალბატონში" ტრანსფერის თანხა - 100 მილიონი ევრო მართლაც რომ ასტრონომიულია.  მისი სახელი "რონალდუ" უკავშირდება აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ რონალდ რეიგანს, რომელიც იმ დროს მამამისის საყვარელი მსახიობი იყო და გადაწყვიტა, შვილისთვის რეიგანის საპატივცემულოდ მისი სახელი დაერქმია.

ფეხბურთელის პირადი ცხოვრება მეტად მრავალფეროვანია. დროის სხვადასხვა პერიოდში სიმპათიური ფეხბურთელის გვერდით ულამაზესი ქალები იყვნენ, მათ შორის მოდელი ირინა შეიკიც.

რონალდუ 4 შვილის მამაა. პირველი შვილი მას სუროგატი დედისგან ჰყავს, ისევე როგორ ტყუპი ქალ-ვაჟი, გასულ წელს კი მეგობარმა გოგონამ ჯორჯინა როდრიგესმა მას გოგონა გაუჩინა.

მარკუს ბერგი
შვედეთის ნაკრების 31 წლის ფეხბურთელია. ამ ჩემპიონატზე ბერგს საკმაოდ დიდი წვლილი მიუძღვის თავისი ნაკრების წარმატებულ გამოსვლაში. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ერიკ დიერი

ერიკ დიერი ინგლისის ნაკრების ფეხბურთელია. ნაკრებთან ერთად მან უკვე ითამაშა 2016 წლის ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მან 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მიიქცია. ფეხბურთელს არ უყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, ის უცოლოა, თუმცა როგორც უცხოური მედია წერს,  ერიკს მეგობარი გოგონა ჰყავს, რომელთან ერთადაც პაპარაცებმა რამდენჯერმე გამოიჭირეს.

კეიტა ბალდე
23 წლის კეიტა ბალდე ესპანეთში დაიბადა, თუმცა მისი მშობლები წარმოშობით სენეგალიდან არიან. ფეხბურთელმა გადაწყვიტა, მამის საპატივცემულოდ სენეგალის ნაკრებში თამაში.

ოლივიე ჟირუ
საფრანგეთის ნაკრებისა და "ჩელსის" 31 წლის მოთამაშეს ჟირუ გამოირჩევა ათლეტურობით, პოზიციური თამაშითა და სისწრაფით. ჰყავს მეუღლე და ერთი ქალიშვილი. ის კათოლიკეა და როგორც თავად ამბობს ღრმად მორწმუნე. "თამაშის წინ პირჯვარს არ ვიწერ, თუმცა გულში ხშირად ვლოცულობ", - ამბობს ფეხბურთელი. ის სკანდალშიც გაეხვა, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეუღლეს მოდელ სელია ქეისთან უღალატა. ჟირუმ ცოლს ბოდიში საჯაროდ მოუხადა, თუმცა მოგვიანებით აცხადებდა, რომ მისთვის არ უღალატია.

რურიკ გისლასონი
ისლანდიის ნაკრების ფეხბურთელი ერთ დღეში გახდა პოპულარული და ქალების გულთამპყრობელი. არგენტინასთან მატჩში 30 წუთი ითამაშა და ერთ დღეში "ინსტაგრამზე" 600 000 ადამიანმა გამოიწერა. 30 წლის რურიკ გისლასონი გერმანიის მეორე ბუნდესლიგის ბინადარ "ზანდხაუზენში" თამაშობს. ისლანდიელი ფეხბურთელი უცოლოა.

ედისონ კავანი


შთამბეჭდავი გარეგნობით გამოირჩევა ურუგვაელთა დამრტყმელი ძალა, ნამდვილი გოლიადორი ედისონ რობერტო კავანი. ის ამ ნაკრებისა და ფრანგული "პარი- სენ-ჟერმენის" ღირსებას იცავს. 31 წლის თავდამსხმელი დაქორწინებული გახლდათ მარი სოლადედ კაბრისზე, რომელთანაც ორი ვაჟი ჰყავს. ისინი 2013 წელს განქორწინდნენ.

ისკო
ფრანსისკო რომან ალარკონ სუარესი იგივე ისკო ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ფეხბურთელია. ფეხბურთის სპეციალისტთა შეფასებით, 26 წლის ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარცმველია. ჰყავს მეუღლე და შვილი.

კიდევ არაერთმა სიმპათიურმა ფეხბურთელმა გაიბრწყინა 2018 წლის მსოფლიო მუნდიალზე, იმედია, არ გვიწყენთ, თუ რომელიმე თქვენი ფავორიტი ამ 11 ფეხბურთელს შორის არ მოხვდა...




რედაქტორის რჩევით