ბიუსტჰალტერი - "მათარა" - კვირის პალიტრა

ბიუსტჰალტერი - "მათარა"

აშშ-ში ინტერნეტმაღაზია ბარონბობ-მა ქალებს შესთავაზა "ბიუსტჰალტერი-მათარა", რომელშიც 0,75 ლ სითხე ეტევა. თუ სავსეა, მკერდს ვიზუალურად ორი ზომით

ადიდებს! უცნაურ ნივთს სახელად "ღვინის კარადა" ჰქვია (მოცულობაც ამიტომაა ღვინის ბოთლის ტოლი) და გვერდიდან პატარა მილი აქვს... საწრუპავად.

მწარმოებლის თქმით, ეს ბიუსტჰალტერი განკუთვნილია "თანამედროვე სტუდენტი გოგონებისთვის, რომელთაც სცხელათ და ყურადღების ნაკლებობასაც განიცდიან"...