ზებრა-ჩოჩორი - კვირის პალიტრა

ზებრა-ჩოჩორი

ჯორჯიის შტატის (აშშ) ნაკრძალში ზებრისა და სახედრის იშვიათი ჰიბრიდი გაჩნდა. ფოტოზე იგი სულ 4 დღისაა. სხვათა შორის, პაწიას მშობლები 16 წელია "იცნობენ"

ერთმანეთს, თუმცა ეს ჰიბრიდის გაჩენის პირველი შემთხვევაა. ზებრა-ჩოჩორი მამას მხოლოდ ფეხებით ჰგავს, დანარჩენი - დედისა გამოჰყვა, აი, "ხასიათი" როგორი ექნება, ჯერ არავინ იცის...