"მარკს სიხარულით ვიღებთ ჩვენს ოჯახში" - კვირის პალიტრა

"მარკს სიხარულით ვიღებთ ჩვენს ოჯახში"

ბილ და ჰილარი კლინტონებმა თავისი 30 წლის ქალიშვილი ჩელსი მის თანაკურსელს (სტენფორდის უნივერსიტეტში), ყოფილი კონგრესმენების - ედ და მარჯორი

მეზვინსკების ვაჟს, მარკს მიათხოვეს. ცერემონია 31 ივლისს პატარა ქალაქ რაინბეკში გაიმართა და მას ორი სასულიერო პირი უძღვებოდა - ჩელსი და მისი მშობლები მეთოდიზმის მიმდევრები არიან, ბანკირი მარკ მეზვინსკი კი იუდაიზმისა...

ქორწილს, რომელიც ჟურნალისტთა შეფასებით, 2-დან 5 მლნ დოლარამდე დაჯდა, ბარბრა სტრაიზანდი, ოფრა უინფრი, სტივენ სპილბერგი და ამერიკის პოლიტიკური ბომონდი ესწრებოდა. უსაფრთხოებას კი აშშ-ის საიდუმლო სამსახურები იცავდნენ. ""მათი ერთობლივი ცხოვრების დასაწყებად უკეთეს დღეს ვერც ვინატრებდით, ჩვენ სიხარულით ვიღებთ მარკს ჩვენს ოჯახში", - განაცხადეს კლინტონებმა.