"სილამაზე ჩარჩოებს გარეშე" - კვირის პალიტრა

"სილამაზე ჩარჩოებს გარეშე"

პიზის მახლობლად, პატარა სასტუმროში, ჩატარდა კონკურსი "მის მსუქანა-2010". კონკურსში მონაწილეობდა 100 კგ-ზე მეტი წონის 30-მდე ქალი მთელი იტალიიდან.

კონკურსის ეტაპების - დეფილე კაბით, დეფილე საცურაო კოსტიუმით და ა.შ. გავლის შემდეგ, გაიმარჯვა 33 წლის 170 კგ-იანმა ანჯელა სკონმილიომ. ფუნთუშა დედოფალს იმხელა ტორტი მიართვეს, დანარჩენ მონაწილეებს კი არა, 2500 მაყურებელსაც ერგო! ორგანიზატორთა თქმით, კონკურსი მიზნად ისახავს მონაწილეთათვის კომპლექსების მოხსნას და იმის ჩვენებას, რომ "სილამაზე არ უნდა მოექცეს ჩარჩოებში".