ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი ბიზნესმენების ქალიშვილები?
ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი ბიზნესმენების ქალიშვილები?
მდი­და­რი ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მუდ­მი­ვად აინ­ტე­რე­სებს. მარ­თა­ლია ისი­ნი კარ­ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რო­ბენ, მაგ­რამ მათ შე­სა­ხებ თით­ქმის არა­ფე­რი იმა­ლე­ბა, მით უფრო დღე­ვან­დელ ეპო­ქა­ში, სა­დაც ერ­თმა­ნეთს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი გვა­ახ­ლო­ებს.

ლიზა მაღ­რა­ძე
ლიზა მაღ­რა­ძეს სა­ქარ­თვე­ლო­ში მეტ­ნაკ­ლე­ბად იც­ნო­ბენ. ის ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია. ლიზა 4 წლის იყო, როცა სიმ­ღე­რა და­ი­წყო და თა­თია გი­ორ­გო­ბი­ან­თან დუ­ე­ტი ჩა­წე­რა. ამას მოჰ­ყვა ტე­ლე­ვი­ზია, ლი­ზას სხვა­დას­ხვა დროს "იმედ­ზე" სხვა­დას­ხვა რუბ­რი­კა მიჰ­ყავ­და. გო­გო­ნა პრო­ფე­სი­ით მსა­ხი­ო­ბია, შე­ეძ­ლო სა­ზღვარ­გა­რეთ ეს­წავ­ლა, თუმ­ცა თე­ატ­რა­ლუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტი აირ­ჩია და გა­ნათ­ლე­ბა
სა­ქარ­თვე­ლო­ში მი­ი­ღო. ლიზა ყვე­ლა ინ­ტერ­ვი­უ­ში ჰყვე­ბა, რომ ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად უყ­ვარ­და და ის მის­თვის ულ­ვა­შე­ბი­ა­ნი კე­თი­ლი ბა­ბუა იყო.

ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე
ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძის უფ­როს შვი­ლიშ­ვი­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის ფარ­გლებს გა­რეთ კარ­გად იც­ნობს. თუმ­ცა ნა­ბო­ლა­რა შვი­ლიშ­ვი­ლი ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე და-ძმის­გან გან­სხვა­ვე­ბით ჩრდილ­ში ყოფ­ნას ამ­ჯო­ბი­ნებს. მას ბე­ბი­ის -
ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძის სა­ხე­ლი ჰქვია. პა­ა­ტა შე­ვარ­დნა­ძის ნა­ბო­ლა­რა ქა­ლიშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის. ნა­ნუ­ლი შე­ვარ­დნა­ძე მშვი­დი და კარ­ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბით ცხოვ­რობს, ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც კი არ აქ­ტი­უ­რობს.

ლიზი მა­მი­აშ­ვი­ლი
ლიზი მა­მი­აშ­ვი­ლი რუ­სეთ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ის 15 წლის იყო როცა პო­პუ­ლა­რულ სე­რი­ალ­ში „ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სი“ გა­და­ი­ღეს. ლიზა ქარ­თვე­ლი მი­ლი­ო­ნე­რის და რუ­სე­თის ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, მიშა მა­მი­აშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლია. მას ჰყავს და-ძმა. უფ­რო­სი და თა­მა­რა შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს და სპორ­ტულ კო­მი­ტეტ­ში მუ­შა­ობს. ის ასე­ვე ბლო­გე­რო­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი. თა­მა­რა მა­მი­აშ­ვილს რუ­სეთ­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, ის რე­ჟი­სორ ფე­ო­დორ ბონ­დარ­ჩუ­კის რძა­ლია. 22 წლის ტა­ტამ სერ­გეი ბონ­დარ­ჩუკ­ზე 2012 წელს იქორ­წი­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ლი­ზის პა­ტა­რა ძმას ის ეს­პა­ნეთ­ში და­ი­ბა­და და სახ­ლში პა­ტა­რას ხუან-კარ­ლოს ეძა­ხი­ან. ლი­ზის სურს ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი გახ­დეს და აშ­კა­რაა, რომ ეს გა­მოს­დის კი­დეც. გაგრძელება
ხატია
24 ივლისი 2018 12:28
ნეტა ვის აინტერესებს
ტასო
23 ივლისი 2018 16:55
სიმპათიური გოგონები არიან, მაგრამ რომ არა სათაური, არცერთი არ მეგონებოდა ქართველი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები