ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი ბიზნესმენების ქალიშვილები? - კვირის პალიტრა

ვინ არიან და რას საქმიანობენ ქართველი ბიზნესმენების ქალიშვილები?

მდიდარი ადამიანები საზოგადოებას მუდმივად აინტერესებს. მართალია ისინი კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობენ, მაგრამ მათ შესახებ თითქმის არაფერი იმალება, მით უფრო დღევანდელ ეპოქაში, სადაც ერთმანეთს სოციალური ქსელი გვაახლოებს.

ლიზა მაღრაძე

ლიზა მაღრაძეს საქართველოში მეტნაკლებად იცნობენ. ის ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილია. ლიზა 4 წლის იყო, როცა სიმღერა დაიწყო და თათია გიორგობიანთან დუეტი ჩაწერა. ამას მოჰყვა ტელევიზია, ლიზას სხვადასხვა დროს "იმედზე" სხვადასხვა რუბრიკა მიჰყავდა. გოგონა პროფესიით მსახიობია, შეეძლო საზღვარგარეთ ესწავლა, თუმცა თეატრალური უნივერსიტეტი აირჩია და განათლება საქართველოში მიიღო. ლიზა ყველა ინტერვიუში ჰყვება, რომ ბადრი პატარკაციშვილი განსაკუთრებულად უყვარდა და ის მისთვის ულვაშებიანი კეთილი ბაბუა იყო.

ნანული შევარდნაძე

ედუარდ შევარდნაძის უფროს შვილიშვილებს საზოგადოება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ კარგად იცნობს. თუმცა ნაბოლარა შვილიშვილი ნანული შევარდნაძე და-ძმისგან განსხვავებით ჩრდილში ყოფნას ამჯობინებს. მას ბებიის - ნანული შევარდნაძის სახელი ჰქვია. პაატა შევარდნაძის ნაბოლარა ქალიშვილი საფრანგეთში ცხოვრობს და საქართველოში ხშირად ჩამოდის. ნანული შევარდნაძე მშვიდი და კარჩაკეტილი ცხოვრებით ცხოვრობს, ის სოციალურ ქსელშიც კი არ აქტიურობს.

ლიზი მამიაშვილი

ლიზი მამიაშვილი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის 15 წლის იყო როცა პოპულარულ სერიალში „ოჯახური ბიზნესი“ გადაიღეს. ლიზა ქართველი მილიონერის და რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის, მიშა მამიაშვილის ქალიშვილია. მას ჰყავს და-ძმა. უფროსი და თამარა შვეიცარიაში ცხოვრობს და სპორტულ კომიტეტში მუშაობს. ის ასევე ბლოგერობით არის გატაცებული. თამარა მამიაშვილს რუსეთში კარგად იცნობენ, ის რეჟისორ ფეოდორ ბონდარჩუკის რძალია. 22 წლის ტატამ სერგეი ბონდარჩუკზე 2012 წელს იქორწინა. რაც შეეხება ლიზის პატარა ძმას ის ესპანეთში დაიბადა და სახლში პატარას ხუან-კარლოს ეძახიან. ლიზის სურს ცნობილი მსახიობი გახდეს და აშკარაა, რომ ეს გამოსდის კიდეც. გაგრძელება