შაჰის ცოლი პლეიბოიში?! - კვირის პალიტრა

შაჰის ცოლი პლეიბოიში?!

"პლეიბოის" ივლისის ნომერში მსახიობ ნატაშა ალამის ეროტიკული ფოტოები გამოჩნდა.

უზბეკეთში დაბადებულმა ნატაშამ (შიმანჩუკი) ჯერ კიდევ 15 წლისამ "შაჰის ცოლობას გამოჰკრა ხელი"! მართალია, ირანის შაჰის შვილიშვილს, იბრაჰიმ ფეჰლევი ალამს 2005 წელს გაშორდა და მას შემდეგ საკმაოდ თამამი ფოტოსესიებიც ჰქონდა, მაგრამ არავინ იცის, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი ჟურნალის გარეკანზე მის გამოჩენას როგორ შეხვდება შაჰის ოჯახი და ისლამური სამყარო...