ძაღლი, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო - რას ჰყვება მისი ქართველი პატრონი?
ძაღლი, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო - რას ჰყვება მისი ქართველი პატრონი?
"მორულე, მამა, ე, მასე, მორულე, ჩემი გოგო..." - ამ სიტყვებით ამხნევებდა ვლადიმერ (ლადო) ხვისტანი ავტომობილის საჭესთან მჯდომ მომცრო ზომის ძაღლს. ძაღლიც მონდომებით ჩაჰფრენოდა საჭეს პატარა თათებით - თითქოს მართლა თავად მართავდა მანქანას... ამ ფაქტის ამსახველმა ვირუსულმა ვიდეომ საზოგადოება გაამხიარულა. ჩვენ "მორულვის" მოყვარული ძაღლის პატრონებს მივაგენით. გავარკვიეთ, რომ ძაღლს პეგი ჰქვია. პარიზში "დედობილ-მამობილთან" - ლადო ხვისტანთან და დიანა შალამბერიძესთან ერთად ცხოვრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ძაღლები ძალიან მიყვარს -
ბავშვობიდან მყავდა, მაგრამ ძაღლი ავტომობილებზე ასეთი შეყვარებული იყოს და საჭის მართვაზე - ასეთი მონდომებული, წინათ არ მინახავს. პეგი პატარა ძაღლია. ამ ჯიშის ძაღლის მაქსიმალური წონა 2,5 კილოგრამია..."


"პეგის სამი ენა ესმის, რადგან ოჯახში ქართულადაც ვსაუბრობთ, ფრანგულადაც და რუსულადაც. ძალიან ჭკვიანი ძაღლი გამოდგა..."

"ზაფხულში დასასვენებლად კუნძულზე
დაგვყავს. უჭკვიანესი ძაღლია. გზაში ისე იქცევა, რომ არ შეგაწუხებს. 7-საათიან მგზავრობას წყნარად ეგუება. პეგისაც თავისი ბილეთი სჭირდება და ვყიდულობთ... კაბების ჩაცმა უხდება - სასაცილოა. ჩაცმას 3 თვიდან შეჩვეულია. ალბათ, ბიჭის დედა რომ ვარ და გოგო მინდა, გოგოს ყოლის სურვილი პეგიზე "გადამაქვს". კაბების გარდა, პეგის ჟილეტები, ყელსაბამები აქვს. ქუჩაში მთელი პარიზი მას უყურებს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 26 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი
მანანა-შ
09 აგვისტო 2018 18:20
ქ-ნო, ნინა, თქვენ გაიხარეთ, გულიანად გამეცინა, თუმცა, ვაღიარებ, რომ ჩემს ოთხფეხა მეგობრებს მეც მასე ვეფერები, ,,ჩემი ჭკვიანი გოგო", ,,ჩემი ლამაზი შვილი" და ასე შემდეგ....
nina
05 აგვისტო 2018 16:39
კაცი რომ ძაღლს შვილს დაუძასებს... ესეიგი რა გამოდის სჰობელზაღლი თუუ ზაღლიშვილი.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები