ძაღლი, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო - რას ჰყვება მისი ქართველი პატრონი?
26-07-2018
ძაღლი, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო - რას ჰყვება მისი ქართველი პატრონი?
"მორულე, მამა, ე, მასე, მორულე, ჩემი გოგო..." - ამ სიტყვებით ამხნევებდა ვლადიმერ (ლადო) ხვისტანი ავტომობილის საჭესთან მჯდომ მომცრო ზომის ძაღლს. ძაღლიც მონდომებით ჩაჰფრენოდა საჭეს პატარა თათებით - თითქოს მართლა თავად მართავდა მანქანას... ამ ფაქტის ამსახველმა ვირუსულმა ვიდეომ საზოგადოება გაამხიარულა. ჩვენ "მორულვის" მოყვარული ძაღლის პატრონებს მივაგენით. გავარკვიეთ, რომ ძაღლს პეგი ჰქვია. პარიზში "დედობილ-მამობილთან" - ლადო ხვისტანთან და დიანა შალამბერიძესთან ერთად ცხოვრობს.

გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზაში" გამოქვეყნებული ინტერვიუდან:

"ძაღლები ძალიან მიყვარს -
ბავშვობიდან მყავდა, მაგრამ ძაღლი ავტომობილებზე ასეთი შეყვარებული იყოს და საჭის მართვაზე - ასეთი მონდომებული, წინათ არ მინახავს. პეგი პატარა ძაღლია. ამ ჯიშის ძაღლის მაქსიმალური წონა 2,5 კილოგრამია..."


"პეგის სამი ენა ესმის, რადგან ოჯახში ქართულადაც ვსაუბრობთ, ფრანგულადაც და რუსულადაც. ძალიან ჭკვიანი ძაღლი გამოდგა..."

"ზაფხულში დასასვენებლად კუნძულზე
დაგვყავს. უჭკვიანესი ძაღლია. გზაში ისე იქცევა, რომ არ შეგაწუხებს. 7-საათიან მგზავრობას წყნარად ეგუება. პეგისაც თავისი ბილეთი სჭირდება და ვყიდულობთ... კაბების ჩაცმა უხდება - სასაცილოა. ჩაცმას 3 თვიდან შეჩვეულია. ალბათ, ბიჭის დედა რომ ვარ და გოგო მინდა, გოგოს ყოლის სურვილი პეგიზე "გადამაქვს". კაბების გარდა, პეგის ჟილეტები, ყელსაბამები აქვს. ქუჩაში მთელი პარიზი მას უყურებს..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 26 ივლისის ნომერში წაიკითხავთ.

ეთო ყორღანაშვილი

რედაქტორის რჩევით