"შვი­დი წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მი­თხრა - "მე ბან­დი­ტი ვარ, ფულს ასე ვშო­უ­ლობ" - როგორ ცხოვრობენ ცნობილი ნარკობარონის შვილები
30-07-2018
"შვი­დი წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მი­თხრა - "მე ბან­დი­ტი ვარ, ფულს ასე ვშო­უ­ლობ" - როგორ ცხოვრობენ ცნობილი ნარკობარონის შვილები
სე­რი­ა­ლის "ნარ­კო­ბა­რო­ნი" (Narcos) ეკ­რან­ზე გა­მოს­ვლამ­დე ბევ­რმა არ იცო­და, რომ "კო­კა­ი­ნის მეფე", ცნო­ბი­ლი კო­ლუმ­ბი­ე­ლი კონ­ტრა­ბან­დის­ტი პაბ­ლო ეს­კო­ბა­რი მზრუნ­ვე­ლი მამა იყო.

ეს­კო­ბა­რის შვი­ლებ­მა მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ სა­ხე­ლე­ბი შე­იც­ვა­ლეს. მა­ნუ­ე­ლა ხუ­ა­ნა მა­ნუ­ე­ლა მა­რო­კინ სან­ტო­სი გახ­და, ხუან პაბ­ლო კი - სე­ბას­ტი­ან მა­რო­კი­ნი. ისი­ნი ერ­თმა­ნე­თის­გან შორს ცხოვ­რო­ბენ.

ფოტოგალერეა

სე­ბას­ტი­ა­ნი არ­ქი­ტექ­ტო­რი და ორა­ტო­რია, მან, ასე­ვე, და­წე­რა წიგ­ნი "პაბ­ლო ეს­კო­ბა­რი, მა­მა­ჩე­მი".

ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში სე­ბას­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ხუან პაბ­ლო ეს­კო­ბა­რად დარ­ჩე­ნა მხო­ლოდ იმი­ტომ აღარ სურ­და, რომ ცო­ცხა­ლი გა­დარ­ჩე­ნი­ლი­ყო.

მა­რო­კი­ნი ყვე­ბა, რომ პაბ­ლოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ მისი ოჯა­ხის წევ­რებს სა­კუ­თა­რი სა­ხე­ლე­ბით თვითმფრი­ნა­ვის ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნაც კი არ შე­ეძ­ლოთ. თავ­შე­საფ­რის­თვის რამ­დე­ნი­მე ქვე­ყა­ნას მი­მარ­თეს, დახ­მა­რე­ბა სთხო­ვეს ვა­ტი­კან­საც, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით მიხ­ვდნენ, რომ გვა­რის შეც­ვლა ერ­თა­დერ­თი იმე­დი შე­იძ­ლე­ბო­და, ყო­ფი­ლი­ყო.

მა­რო­კი­ნის თქმით, ბავ­შვო­ბი­დან იცო­და, რომ მისი მამა კრი­მი­ნა­ლი იყო.

"შვი­დი წლის
ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მი­თხრა - "მე ბან­დი­ტი ვარ, ფულს ასე ვშო­უ­ლობ", - იხ­სე­ნებს სე­ბას­ტი­ა­ნი.

ნარ­კო­ბა­რო­ნის შვილ­მა ცხოვ­რე­ბის სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გზა აირ­ჩია, ოჯა­ხუ­რი ბიზ­ნე­სის გაგ­რძე­ლე­ბა­ზე უარი თქვა. მო­რო­კი­ნი მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რობს, ხში­რად გა­მო­დის სი­ტყვით, სა­უბ­რობს ნარ­კო­პო­ლი­ტი­კის რე­ფორ­მებ­სა და ძა­ლა­დო­ბის პრე­ვენ­ცი­ა­ზე. 1999 წელს სე­ბას­ტი­ა­ნი შეხ­ვდა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის როდ­რი­გო ლა­რა­სა და კო­ლუმ­ბი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტის, ლუის კარ­ლოს გა­ლა­ნის შვი­ლებს. მათი მა­მე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, სწო­რედ პაბ­ლო ეს­კო­ბარ­მა მოკ­ლა. სე­ბას­ტი­ან­მა მა­მის ნაც­ვლად ოჯა­ხის სა­ხე­ლით მათ ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

მა­რო­კი­ნის თქმით, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­და, რო­დე­საც მა­მის მიერ მოკ­ლუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის შვი­ლე­ბი შეხ­ვედ­რას და­თან­ხმდნენ.

"მათ მი­თხრეს, რომ მეც პაბ­ლო ეს­კო­ბა­რის მსხვერ­პლი ვი­ყა­ვი. არ ვიცი, ეს სი­მარ­თლეა თუ არა. თუმ­ცა, თუ მე მსხვერ­პლი ვარ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც კი არ ვიმ­სა­ხუ­რებ კო­ლუმ­ბი­ე­ლე­ბის­გან რა­ი­მე სიმ­პა­თი­ას," - აღ­ნიშ­ნავს სე­ბას­ტი­ა­ნი.

მა­რო­კი­ნი 17 წლის იყო, რო­დე­საც მამა გარ­და­ეც­ვა­ლა. მას ნათ­ლად ახ­სოვს პაბ­ლო ეს­კო­ბა­რის ცხოვ­რე­ბა, მისი მტრე­ბი. თუმ­ცა ნარ­კო­ბა­რო­ნის ქა­ლიშ­ვი­ლის, სან­ტო­სის ცხოვ­რე­ბა სულ სხვაგ­ვა­რად წა­რი­მარ­თა. გაგრძელება

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "შვილი რომ გაეთბო, ესკობარმა 2 მილიონი დოლარი დაწვა" - "კოკაინის მეფის" ცხოვრება და სიკვდილი


რედაქტორის რჩევით