"ბიოდეგრადირებადი" სასაფლაო - კვირის პალიტრა

"ბიოდეგრადირებადი" სასაფლაო

სასაფლაოსთვის ტერიტორიის პრობლემა მთელ მსოფლიოში დგას, თუმცა ყველაზე მეტად ჩინეთს უჭირს, სადაც წელიწადში 10 მილიონი კაცი კვდება. ახლახან ქალაქ

ტიანძინში მასობრივი დაკრძალვა მოეწყო - კრემაციის ნაშთი ქვიშისა და თიხის "ბიოდეგრადირებად" ურნებში  ჩაასვენეს და 280 კაცის ნეშტი რამდენიმე ჩვეულებრივი საფლავის ადგილას დაეტია... ჩინეთში სასაფლაოების ნაცვლად უკვე ჩნდება ე.წ. "მემორიალური პარკები", სადაც ეკოლოგიურად სუფთა "ბიოდეგრადირებად" ურნებს მარხავენ, ხეებსა და ყვავილებს რგავენ და ზედ პატარა წარწერებს ჰკიდებენ...