"ყოველ საღამოს "რუსულების" და "ველურულების" მოსმენა მიწევს" - ქართველი მოდელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ
"ყოველ საღამოს "რუსულების" და "ველურულების" მოსმენა მიწევს" - ქართველი მოდელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ
მშვიდ და გაწონასწორებულ მოდელს, ნინი გრძელიშვილსაც კი აბრაზებს გარკვეული საკითხები, თუმცა საუბარი იმ თემით დავიწყეთ, რაც მოდელის გაბრაზებაზე მეტად, ხალისს იწვევს...

- ამას წინათ, უბრალოდ, ყურსასმენები სახლში დამრჩა. რაკი პლაჟზე საქმე არაფერი მქონდა, ხალხის თვალიერება დავიწყე. ცოტა არ იყოს, დაშოკილი დავრჩი. არ მინდა, ცუდად ნათქვამი გამომივიდეს: ჩემთვის პლაჟზე არსებული სიტუაცია გამაღიზიანებელი კი არა, სახალისო უფრო იყო. ბალნიანი მამაკაცები ცოტათი არაესთეტიკური სანახავია... ჩემთვის ვღადაობდი. მერე სიტუაციის ამსახველი ფოტოები "სთორიზე" ავტვირთე. სხვათა
შორის, ხალხისგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მწერდნენ - ქართველები არიანო? მადლობა ღმერთს, რომ ქართველები არ იყვნენ (იცინის)... ასე ვთქვათ, "პრიკოლი" იყო, როცა სანაპიროზე მყოფი ბავშვი ადგა, ზღვასთან მივიდა, საცურაო კოსტიუმი ჩაიწია და წყალში შარდვა დაიწყო. ამ ამბავს მისი მშობლები ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდნენ.

- მშობლებს შენიშვნა
მიეცი?

- არა. საჭიროდ არ მივიჩნიე, რომ რამე მეთქვა. მშობლებმა თავად უნდა მიხედონ. ბავშვი იყო და კარგად არ ესმოდა, რას აკეთებდა. ვინმე უფროსი ასაკის რომ ყოფილიყო, გასაგებია, მაგრამ ბავშვის შემთხვევაში, ვფიქრობ, მშობელი უნდა ჩაერიოს. მე რა უფლება მქონდა, შენიშვნა მიმეცა?

- ბალნიანი კაცები ახსენე. ჭარბთმიანებმა ეპილაცია უნდა გაიკეთონ, ვიდრე პლაჟზე გავლენ?
- ვისაც რა უნდა, ის გაიკეთოს, მე ვინ მეკითხება? უბრალოდ, ცოტათი არაესთეტიკურია, პლაჟზე ცოტათი "ტეხავს"... თან, აქ საუბარი უბრალოდ, თმაზე ხომ არ არის? ბალანი მთელ სხეულზე რაღაც საშინელი სანახავია. ეს უფრო მათი პრობლემაა. პრინციპში, თავად თუ არ აწუხებთ, ჩემი საქმე არ არის... მეორე ფაქტი, რაც ფოტოებზე ვერ აღვბეჭდე, რუსი ქალების უკმაყოფილება იყო - ქართველი კაცები ჩვენთან კონტაქტს არ თუ ვერ ამყარებენო. აღშფოთებულებიც კი იყვნენ - როგორ თუ ქართველმა მამაკაცებმა მათ ყურადღება არ მიაქციეს?! ამ საუბარს დიდი სიამოვნებით ვუსმენდი. მერე ენის ბარიერს დააბრალეს - უნდათ და ვერ გვეკონტაქტებიანო (იცინის).

- შენ რას ფიქრობ, მიზეზი ენის ბარიერია?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ენის ბარიერი არაფერ შუაშია და რეალურად მენტალიტეტი შეიცვალა - "რუსი ქალით" არ განისაზღვრება სილამაზე ან რაიმე ღირსება.

- კარგი. პლაჟზე არსებულ სიტუაციას გაუხალისებიხარ. ახლა გვითხარი, შენს გულისწყრომას რა იწვევს?
- ბათუმში, რესტორნის წინ მდებარე სახლში ვარ დაბინავებული. საღამოს 8 საათიდან რუსული სიმღერები იწყება, რაც "ჭკუაზე მჭრის", სასტიკად მაღიზიანებს! ალბათ, ამ სიმღერებს თავისი მსმენელი ჰყავს და რეალურად, გასაგებია, რომ ტურისტები ჩამოდიან და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ამაზრზენია! თბილისშიც და აქ - ბათუმშიც ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებს. ყოველ საღამოს "რუსულების" და "ველურულების" მოსმენა მიწევს - "ცოტა ძაან" დავიღალე ). გაგრძელება
მკითხველის კომენტარი (21)
Advocate
04 სექტემბერი 2018 12:17
არ არის საჭირო ამის გაჟღერება, ეს არის პიარი, უფრო ვამძიმებთ მდგომარეობას.
პატრიოტა
27 აგვისტო 2018 23:48
საწყალი ბავვი!!!!!!!!!
ლამაზი და უთავო გოგონა.....
საერთოდ არაფრის გაგებაში არ არის, "პრიკოლი" და "ტეხავს" უკულტურობის და ქართული ენისა და პირადი განვითარების დონის გამოხატულობა ჰქონია......
........და როგორ დაადგინა, რომ აი ისინი რუსები იყვნენ.????
პასრორტები შეუმოწმა თუ ეროვნება დაუდგონა ამ “რუსებს“???????
რუსეთში თათარიც/ მორდთაც/ ბაშკირიც, ჩუვაშიც, უკრაინელიც და ბელორუსიც ძირითადად რუსეუ ენაზე ლაპარაკობს და საუბრობს, მაგრამ ჰჰარ ნიშნავს რომ ისინი რუსები არია......
და ამ კულტურული დონით მოგვაქვს თავი და ევროპულობაზე და ევროპაზე ვლაპარაკობთ????????
........სიმართლე არის ის, რომ უცხოური, არა მარტორუსული, არამედინგლისუენოვანი სიმღერაც არ უნდა გახდეს კულტი ქართულ ყოფაში.........ეს ნამდვილად არასწორია........
თენგიზ
27 აგვისტო 2018 22:02
ვეთანხმები ამ ლამაზმანს. რუსული უნდა მოვაშოროთ ჩვენს სალაპარაკო ლექსიკონიდან. ომის შემდეგ მე საერთოდ არ ვლაპარაკობ რუსულად. რუსულის განდევნა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებიდან არის დეოკუპაციის ნაწილი!
გადაერთედ ინგლისურზე და ცხოვრებაში ახალი პერსპექტივები გაგეხსნებათ. რუსული ენა პუშკინმა შექმნა მე-19 საუკუნეში! ანუ ეს ძალიან ახალგაზრდა ენაა მასიურად დამახინჯებული და ათვისებული სიტყვები ფრანგულიდან, გერმანულიდან, ინგლისურიდან და სხვა ენებიდან. რაც შეეხება რუსულ ლიტერატურას ბევრია მოსაყოლი, მაგრამ ჯერ წაიკითხეთ რუსულ ლიტერატურაზე დაწერილი ფუნდამენტური ნაშრომი "რუსეთის მონური სული:..." (The Slave Soul of Russia: Moral Masochism and the Cult of Suffering)
ძალიან გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
25 აგვისტო 2018 12:03
ტატუნაშვილი, რომელმა ნაციის წარმომადგენელმა მოკლა, შემახსენეთ. მე არავისი აპეკუნი არ გახლავართ, მაგრამ ამ "ქალიშვილმა" თუ იცის რუსების გარდა, რუსეთში რამდენი ნაცია ცხოვრობს. 150-მდე, მარტო ნაციონალური ოლქი და ავტონომიური რესპუბლიკაა. ანალოგიური სიტუაციაა, როგორც საქართველოს მარნეულის და ნინოწმინდის რაიონებში. მეტნაწილად სუფთა რუსების დასახლებაა მოსკოვის გარშემო ცენტრალურ ოლქები და პეტერბურგი. მე გული მწყდება, რომ ნამდვილ, სუფთა რუსებს არ იცნობს ქართველი ახალგაზრდობა. უაროფითების გარეშე, ერი არ არსებობს. თუ ჩვენ რუსების უარყოფითებს ჩამოვთვლით, მაშინ ქართველების უარყოფითებზე, თითები არ გვეყოფა. ქვეყანა არის ზესახელმწიფო. მას აქვს მსოფლიო პოლიტიკაში თავისი ინტერესები. ჩვენც ავაშენოთ ჩვენი ქვეყანა, იზრაელის მზგავს სახელმწიფოდ. ვინ გვიშლის, მაგრამ დღეს თვალნათლივ სჩანს, რაც ხდება ქვეყანაში ისა ვართ. შეუმდგარი ქვეყანა და ერი ვართ. ღმერთმა გვარგუნა მის გვერით ცხოვრება და ამას უნდა ჭკუით მიუდგეთ. უნდა ვაწარმოოთ ისეთი დიპლომატია, რომ ბევრი საკითხები, ჩვენს სასიკეთოდ გადავაწყვეტინოთ. ამაში მდგომარეობს ერის გამჭრიახობა. ჩრდილო კორეაში სავალდებულო სამხედრო სამსახური მამაკაცებისათვის 10 წელია, ქალებისათვის 8 წელი. საქართველოსში ანაშის სიყვარულით ქვეყანას დამცველი არა ჰყავს. და ამას სახელმწიფო უწყობს ხელს. ვის დავცინით, ჩვენ თითონ კარიკატურები.
lasha
24 აგვისტო 2018 10:56
მე "ბალნიანი '' ვარ და არ მაქვს საშუალება ლაზერული ეპილაცის გაკეთების ( საკმაოდ ზვირი სიამოვნებაა ) რა გავაკეთო ზაფხულის ცხელ დღეებში აღარ გავიდე ზღვაზე (იმაზე ვიფიქრო რომ არაესთეთიკურია ეს ყველაფერი ) დდდ
გივია
24 აგვისტო 2018 00:42
ბრჭყალებში ჩასმული მისი გამოთქმებით თუ ვიმსჯელებთ, ჭკუა ნამდვილად მოეკითხება.
ნანა
23 აგვისტო 2018 15:07
რუსეთი მტრად და ოკუპანტად "მოგვინათლავს" თურმე!
ე. ი. სახელმწიფო, რომელსაც შენი ქვეყნის 20% პროცენტი აქვს დაკავებული და იქ ცხვირსაც არ გაყოფინებს, არც მტერია და არც ოკუპანტი?
ახლა წარმოიდგინეთ, ისრაელის რესტორნებში არაბულ ჰანგებს რომ აკვნესებდნენ, ან აზერბაიჯანელი ახალგაზრდები სომხურ მუსიკაზე ცეკვავდნენ...
ვერც კი წარმოიდგენთ, ხომ?
გარკვეულ ვითარებაში ცალკეულ ადამიანებს გაუჩნდეთ სტოკჰოლმის სინდრომი, გასაგებია, მაგრამ ასეთი რამ ლამის მთელ ერს სჭირდეს, არ ვიცი, რა!
!!!!!!!!!
23 აგვისტო 2018 14:09
ხოო, და ტაქსებშიც სულ რუსული სიმღერები აქვთ ჩართული. მე ვათიშინებ ხოლმე:)))) ერთმა ყავის გამყიდველმა საერთოდ სიტყვა არ იცოდა ქართული. კლიენტმა შემომთავაზა დაგეხმარებიო, მე კი არს, იმას დაეხმარე მეთქი გაბრაზებულმა ვუთხარი. არადა რუსული კარგად ვიცი. ჯინაზე არ დაველაპარაკე რუსულად. ბათუმში ბინებს სულ ეგენი ყიდულობენ და მალე ჩვენზე მეტი იქნებიან. რუსულ დნასაც სავალდებულოდ გაგვიხდიან ისევ.
იკა
23 აგვისტო 2018 14:01
დენის და წყალს რო ხმარობ რუსული კომპანიის აგრესია და თავმოყვარეობა არ გაწუხებს? თუ ტაქსისტია განტევების ვაცი?
***
23 აგვისტო 2018 13:18
ადამიანს თუ არ მოსწონს აგრესორი ქვეყანა ბუნებრივია, მაგრამ ეს ამბავი რომ აღიზიანებს კომენტატორებს ეგ უკვე საეჭვოა, რომ მთლად ქართველების გულშემატკივარი არ უნდა ბრძანდებოდნენ, და რაც არ უნდა ძალად არგუმენტები მოიყვანონ ესაა ფაქტი,
რაც შეეხება რუსულ ენას , მართლაც განვითარებული და სხვადასხვა ენებისგან გამდიდრებულია , თუმცა მის "სილამაზეს"ნამდვილად ვერ ჩავწვდი. ხალხური მუსიკაც მსოფლიოს თურმე რომ უბნელებს თვალებს, რითია სხვა ხალხებისა და კულტურებზე უკეთესი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები