"ყოველ საღამოს "რუსულების" და "ველურულების" მოსმენა მიწევს" - ქართველი მოდელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ
"ყოველ საღამოს "რუსულების" და "ველურულების" მოსმენა მიწევს" - ქართველი მოდელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ
მშვიდ და გაწონასწორებულ მოდელს, ნინი გრძელიშვილსაც კი აბრაზებს გარკვეული საკითხები, თუმცა საუბარი იმ თემით დავიწყეთ, რაც მოდელის გაბრაზებაზე მეტად, ხალისს იწვევს...

- ამას წინათ, უბრალოდ, ყურსასმენები სახლში დამრჩა. რაკი პლაჟზე საქმე არაფერი მქონდა, ხალხის თვალიერება დავიწყე. ცოტა არ იყოს, დაშოკილი დავრჩი. არ მინდა, ცუდად ნათქვამი გამომივიდეს: ჩემთვის პლაჟზე არსებული სიტუაცია გამაღიზიანებელი კი არა, სახალისო უფრო იყო. ბალნიანი მამაკაცები ცოტათი არაესთეტიკური სანახავია... ჩემთვის ვღადაობდი. მერე სიტუაციის ამსახველი ფოტოები "სთორიზე" ავტვირთე. სხვათა
შორის, ხალხისგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მწერდნენ - ქართველები არიანო? მადლობა ღმერთს, რომ ქართველები არ იყვნენ (იცინის)... ასე ვთქვათ, "პრიკოლი" იყო, როცა სანაპიროზე მყოფი ბავშვი ადგა, ზღვასთან მივიდა, საცურაო კოსტიუმი ჩაიწია და წყალში შარდვა დაიწყო. ამ ამბავს მისი მშობლები ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდნენ.

- მშობლებს შენიშვნა
მიეცი?

- არა. საჭიროდ არ მივიჩნიე, რომ რამე მეთქვა. მშობლებმა თავად უნდა მიხედონ. ბავშვი იყო და კარგად არ ესმოდა, რას აკეთებდა. ვინმე უფროსი ასაკის რომ ყოფილიყო, გასაგებია, მაგრამ ბავშვის შემთხვევაში, ვფიქრობ, მშობელი უნდა ჩაერიოს. მე რა უფლება მქონდა, შენიშვნა მიმეცა?

- ბალნიანი კაცები ახსენე. ჭარბთმიანებმა ეპილაცია უნდა გაიკეთონ, ვიდრე პლაჟზე გავლენ?
- ვისაც რა უნდა, ის გაიკეთოს, მე ვინ მეკითხება? უბრალოდ, ცოტათი არაესთეტიკურია, პლაჟზე ცოტათი "ტეხავს"... თან, აქ საუბარი უბრალოდ, თმაზე ხომ არ არის? ბალანი მთელ სხეულზე რაღაც საშინელი სანახავია. ეს უფრო მათი პრობლემაა. პრინციპში, თავად თუ არ აწუხებთ, ჩემი საქმე არ არის... მეორე ფაქტი, რაც ფოტოებზე ვერ აღვბეჭდე, რუსი ქალების უკმაყოფილება იყო - ქართველი კაცები ჩვენთან კონტაქტს არ თუ ვერ ამყარებენო. აღშფოთებულებიც კი იყვნენ - როგორ თუ ქართველმა მამაკაცებმა მათ ყურადღება არ მიაქციეს?! ამ საუბარს დიდი სიამოვნებით ვუსმენდი. მერე ენის ბარიერს დააბრალეს - უნდათ და ვერ გვეკონტაქტებიანო (იცინის).

- შენ რას ფიქრობ, მიზეზი ენის ბარიერია?
- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ენის ბარიერი არაფერ შუაშია და რეალურად მენტალიტეტი შეიცვალა - "რუსი ქალით" არ განისაზღვრება სილამაზე ან რაიმე ღირსება.

- კარგი. პლაჟზე არსებულ სიტუაციას გაუხალისებიხარ. ახლა გვითხარი, შენს გულისწყრომას რა იწვევს?
- ბათუმში, რესტორნის წინ მდებარე სახლში ვარ დაბინავებული. საღამოს 8 საათიდან რუსული სიმღერები იწყება, რაც "ჭკუაზე მჭრის", სასტიკად მაღიზიანებს! ალბათ, ამ სიმღერებს თავისი მსმენელი ჰყავს და რეალურად, გასაგებია, რომ ტურისტები ჩამოდიან და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ამაზრზენია! თბილისშიც და აქ - ბათუმშიც ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებს. ყოველ საღამოს "რუსულების" და "ველურულების" მოსმენა მიწევს - "ცოტა ძაან" დავიღალე ). გაგრძელება