იცით, დევიდ ბექჰემმა ვიქტორია ადამსი პირველად თბილისში რომ ნახა? - კვირის პალიტრა

იცით, დევიდ ბექჰემმა ვიქტორია ადამსი პირველად თბილისში რომ ნახა?

"დევიდ ბექჰემმა ვიქტორია ადამსი პირველად თბილისში ნახა" - ეს სათაური ყურადღების მიზიდვის მიზნით არ დაგვირქმევია. მართლა ასე იყო. თუ არ გჯერათ წაიკითხეთ დევიდ ბექჰემის ავტობიოგრაფიული წიგნი "ჩემი მხრიდან" და თავად დარწმუნდებით.

აი, რას წერს ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი მეხუთე თავში:

"ჩემმა მეუღლემ საფეხბურთო სტიკერების ალბომში აღმომაჩინა, მე ის ტელევიზორში ვნახე...

1996 წლის ნოემბერია. თბილისში, სასტუმროს ნომერში ვზივარ. მეორე დღეს საქართველოს ნაკრებთან უნდა ვითამაშოთ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი. გარი ნევილი მეორე საწოლზე წევს. თუ თამაშებს არ ჩავთვლით, მოგზაურობა და გასვლები ძალიან არ მიყვარს. რეალურად ვერაფერს ათვალიერებ და მოსაწყენი ერთფეროვნებით ცხოვრობ - ჭამ, გძინავს და ვარჯიშობ. მთელ დროს ატარებ ოთახებში, რომლებიც ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

სასტუმრო, სადაც ინგლისის ნაკრები ცხოვრობდა, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გახსნილი, საერთაშორისო სტანდარტების ერთადერთი სასტუმრო იყო საქართველოში. შიდა აინვები ერთგვარ წრეს ქმნიდა და ფოიეს, ბარებსა და რესტორნებს გადაჰყურებდა.

ოთახიდან გამოსული მოპირდაპირე ოთახის კარს ხედავდი. ყველაფერი ლითონისა და მინისგან იყო დამზადებული, რაც კიდევ უფრო ამსგავსებდა ციხეს. ჩემი ფანჯრიდან სანახევროდ დასრულებული მაგისტრალი ჩანდა, რომლის გასწვრივაც ნაცრისფერი მდინარე მიიზლაზნებოდა. ეს ნამდვილად არ იყო პეიზაჟი, რომელიც საღამოს გარეთ გასვლას მოგანდომებდა. გაგრძელება