რამდენიმე დღის წინ, ელენე ჭანტურიძის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ფოტომ დიდი ინტერესი გამოიწვია. ფოტოზე ელენე შვილებთან და არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყო აღბეჭდილი. "ყოჩაღ, ელენე! სად შეხვდი?"; "ნამდვილია თუ ორეული?"; "რაო, რა თქვა ბიძომ, გამოსწორდება ეს ქვეყანაო?"; "ბიძინაც წაიყვანეთ დასასვენებლად?" - წერენ კომენტარებში.
ელენე 34 წლისაა, პროფესიით ექთანი და მეუღლესთან, თამაზ კამლაძესთან ერთად ზესტაფონში ცხოვრობს. 2 შვილი ჰყავს: 9 წლის ავთო და 4 წლის გიორგი.
- ერთი
- ფოტოს გადაღება თვითონ სთხოვეთ?
- რა თქმა უნდა, არა (იცინის). იმდენად დაბნეული ვიყავი, ალბათ ვერც მოვიფიქრებდი. უფრო სწორად, ვერ გავუბედავდი თქმას, თვითონ რომ არ გამოეთქვა სურვილი. ცოტა გონზე რომ მოვედი, კი გავიფიქრე, კარგი იქნებოდა, ფოტო რომ გადაგვეღო-მეთქი, მაგრამ თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო. ჯერ მისმა თანმხლებმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო, მერე ჩემი ტელეფონითაც გადაიღეს. ასე აღმოვჩნდით კადრში ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ავტვირთე თუ არა ფოტო, უამრავი გამოხმაურება ჰქონდა...
- მითხრა, ძალიან ლამაზი და საყვარელი შვილები გყავსო. გაგრძელება