"დაბნეული ვიყავი, თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო" - მოულოდნელი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან აბასთუმნის ტყეში
"დაბნეული ვიყავი, თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო" - მოულოდნელი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან აბასთუმნის ტყეში
რამდენიმე დღის წინ, ელენე ჭანტურიძის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ფოტომ დიდი ინტერესი გამოიწვია. ფოტოზე ელენე შვილებთან და არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყო აღბეჭდილი. "ყოჩაღ, ელენე! სად შეხვდი?"; "ნამდვილია თუ ორეული?"; "რაო, რა თქვა ბიძომ, გამოსწორდება ეს ქვეყანაო?"; "ბიძინაც წაიყვანეთ დასასვენებლად?" - წერენ კომენტარებში.

ელენე 34 წლისაა, პროფესიით ექთანი და მეუღლესთან, თამაზ კამლაძესთან ერთად ზესტაფონში ცხოვრობს. 2 შვილი ჰყავს: 9 წლის ავთო და 4 წლის გიორგი.

- ერთი
კვირაც არ არის, რაც აბასთუმანში დასასვენებლად ჩამოვედი, შვილებთან ერთად. ორშაბათ დილას ბავშვები ტყეში გავასეირნე და უცებ ავთომ იყვირა: - დედა, ეს ბიძინა ივანიშვილი არ არისო?
თავიდან მეგონა, ხუმრობდა ან ვიღაცა მიამსგავსა და მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე... ისეთი მოულოდნელი იყო იქ ივანიშვილის დანახვა, რომ ბავშვებმა
ემოცია ვერ დაფარეს
. არ ვიცი, შეამჩნია თუ არა ეს ბატონმა ბიძინამ, მაგრამ ჩვენკენ წამოვიდა. თან, რა თქმა უნდა, დაცვა ახლდა. მოვიდა, მოგვესალმა, გვკითხა, საიდან ვიყავით, როგორ ვისვენებდით. ვუთხარი, - ძალიან მოულოდნელი იყო თქვენთან შეხვედრა და ძალიან დავიბენი-მეთქი.

- ფოტოს გადაღება თვითონ სთხოვეთ?
- რა თქმა უნდა, არა (იცინის). იმდენად დაბნეული ვიყავი, ალბათ ვერც მოვიფიქრებდი. უფრო სწორად, ვერ გავუბედავდი თქმას, თვითონ რომ არ გამოეთქვა სურვილი. ცოტა გონზე რომ მოვედი, კი გავიფიქრე, კარგი იქნებოდა, ფოტო რომ გადაგვეღო-მეთქი, მაგრამ თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო. ჯერ მისმა თანმხლებმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო, მერე ჩემი ტელეფონითაც გადაიღეს. ასე აღმოვჩნდით კადრში ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ავტვირთე თუ არა ფოტო, უამრავი გამოხმაურება ჰქონდა...

- ალბათ ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, არა?
- მითხრა, ძალიან ლამაზი და საყვარელი შვილები გყავსო. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (31)
lia
22 სექტემბერი 2018 23:03
ბიძინა ძლიერი ადამიანია ჯანმრთელობას დიდხან სიცოცხლეს და წარმატებებს უსურვებ ის გაიმარჯვებს
mm
21 სექტემბერი 2018 09:26
ღმერთმა გაუმარჯოს ბიძინას. ამრავლოს ასეთები საქართველოში.(უშეცდომო არავინაა). იქნებ ბოღმიანები გადაშენდნონ.(თუმცა ისინიც აფხიზლებენ მთვლემარე გონებას)
მედეა
04 სექტემბერი 2018 11:52
აბასთუმანთან ახლოსაა ჩემი სოფელი. აბასთუმანი ულამაზესი პატარა დაბა იყო, ახლა გაუბედურებულია. იქნებ გაიღოს ბიძინამ ფული და ააღორძინოს ეს უძვირფასესი კურორტი. ხილის ჩამბარებელი სახელმწიფო საწარმოც რომ აგვიშენოს ახლომდებარე სოფლებს --კარგს იზამდა. ჭანჭურის დიდ მოსავალს, ვაშლსა და მსხალს რა ვუოთ, სადმე ჩასაბარებელი პუნქტი რომ იყოს, ჩავაბარებდით და ხელს მოვითბობდით, ხალხიც დასაქმდებოდა, უმუშევრები არიან ახალგაზრდები. ქალები საზღვარგარეთ გადახვეწილები, ოჯახები ვერ იქმნება ხელმოკლეობის გამო. უამრავი პრობლემაა საზოგადოებაში ეს გუბერნატორების ზედმეტი ხარჯი რა საჭიროა, გასაუქმებელია, იმ ფულით ათი საწარმოს გახსნა შეიძლება. ხალხზე უნდა ფიქრობდეს მმართველი. სწორად ანაწილებდეს ფულს და გეგმავდეს ხალხის სასიკეთო გეგმებს.
lia
03 სექტემბერი 2018 15:13
უმადურობა უდიდესი ცოდვაა... საქართველოს აღუდგინო ეკლესია-მონასტრები, მოიძიო და შეინარჩუნო შთამომავლობისათვის ქართული ვაზის ჯიშები.. უფლის მაინც არ გეშინიათ????????????
Sugar
31 აგვისტო 2018 14:03
როგორ უხდებიან ერთმანეთს ერთი ოჯახი გეგონება,
პატრიოტი 2
30 აგვისტო 2018 15:34
ვაიმე!!!!!!!!!!!!! რა საყვარლობაა, ერთი ლენინი ბავშვებთან "მიყვარდა " ძალიან და ახლა ეს სუპერ სურათი უნდა გავადიდო. ვაი ჩვენ პატრონს!!! კაცმა მთელი საქართველო გააბანძა და აგრძელებს ამ პროცესს წარმატებით. ფუი "ლამარია"!
lali
30 აგვისტო 2018 15:08
ქართველ ხალხს ოდითგან შური, ბოღმა და უმადურობა ღუპავს. ვის რა გაგიკეთებიათ ქვეყნისთვის იმაზე მეტი (შესაძლებლობიდან გამომდინარე) რასაც ეს ადამიანი უკეთებს ქვეყანას რომ დგეხართ და ქილიკობთ..? ზოგჯერ მძულს ის ქვეყანა სადაც ამდენი უმადური, უსაქმური და ბოღმიანი ადამიანი ცხოვრობს.
Georgian people
30 აგვისტო 2018 12:13
ადამიანის სახე აქვს ბატონ ბიძინას, ყოველმხრივ კარგი პიროვნებაა, მაგრამ ერთ რამეს აშავებს პრეზიდენტის არჩევნებში რომ არ მონაწილეობს, ეს მისი ვალია.
იოსები
30 აგვისტო 2018 11:45
მაგარი კაცია - შეჭამდა ცხელ მჭადს და ყველს კაცი ბიძინასთან ერთად...
სიმართლე
30 აგვისტო 2018 08:24
ეს ტელეფონით გადაღებულ სურათს არ გავს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა  ხელისუფლებაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, არსებობს თუ არა დღეს საქართველოში კორუფციის პრობლემა ხელისუფლებაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები