"დაბნეული ვიყავი, თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო" - მოულოდნელი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან აბასთუმნის ტყეში
28-08-2018
"დაბნეული ვიყავი, თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო" - მოულოდნელი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან აბასთუმნის ტყეში
რამდენიმე დღის წინ, ელენე ჭანტურიძის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ფოტომ დიდი ინტერესი გამოიწვია. ფოტოზე ელენე შვილებთან და არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყო აღბეჭდილი. "ყოჩაღ, ელენე! სად შეხვდი?"; "ნამდვილია თუ ორეული?"; "რაო, რა თქვა ბიძომ, გამოსწორდება ეს ქვეყანაო?"; "ბიძინაც წაიყვანეთ დასასვენებლად?" - წერენ კომენტარებში.

ელენე 34 წლისაა, პროფესიით ექთანი და მეუღლესთან, თამაზ კამლაძესთან ერთად ზესტაფონში ცხოვრობს. 2 შვილი ჰყავს: 9 წლის ავთო და 4 წლის გიორგი.

- ერთი
კვირაც არ არის, რაც აბასთუმანში დასასვენებლად ჩამოვედი, შვილებთან ერთად. ორშაბათ დილას ბავშვები ტყეში გავასეირნე და უცებ ავთომ იყვირა: - დედა, ეს ბიძინა ივანიშვილი არ არისო?
თავიდან მეგონა, ხუმრობდა ან ვიღაცა მიამსგავსა და მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე... ისეთი მოულოდნელი იყო იქ ივანიშვილის დანახვა, რომ ბავშვებმა
ემოცია ვერ დაფარეს
. არ ვიცი, შეამჩნია თუ არა ეს ბატონმა ბიძინამ, მაგრამ ჩვენკენ წამოვიდა. თან, რა თქმა უნდა, დაცვა ახლდა. მოვიდა, მოგვესალმა, გვკითხა, საიდან ვიყავით, როგორ ვისვენებდით. ვუთხარი, - ძალიან მოულოდნელი იყო თქვენთან შეხვედრა და ძალიან დავიბენი-მეთქი.

- ფოტოს გადაღება თვითონ სთხოვეთ?
- რა თქმა უნდა, არა (იცინის). იმდენად დაბნეული ვიყავი, ალბათ ვერც მოვიფიქრებდი. უფრო სწორად, ვერ გავუბედავდი თქმას, თვითონ რომ არ გამოეთქვა სურვილი. ცოტა გონზე რომ მოვედი, კი გავიფიქრე, კარგი იქნებოდა, ფოტო რომ გადაგვეღო-მეთქი, მაგრამ თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო. ჯერ მისმა თანმხლებმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო, მერე ჩემი ტელეფონითაც გადაიღეს. ასე აღმოვჩნდით კადრში ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ავტვირთე თუ არა ფოტო, უამრავი გამოხმაურება ჰქონდა...

- ალბათ ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, არა?
- მითხრა, ძალიან ლამაზი და საყვარელი შვილები გყავსო. გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (30)
nana
29 აგვისტო 2018 15:53
რატომ არ ელაპარაკებით სერგეი შამბას იქნებ რამე სასიკეთო შეთანხმება შედგეს
Niania
29 აგვისტო 2018 15:43
Mesias shexvedrixart-raga gichirt!?
tngh-ს
29 აგვისტო 2018 15:29
ყველაზე მდაბიოობოა იცი სად ჩანს შენს კომენტარში? აზროვნების უუნარობა? ილია ჭავჭავაძეს ზვიად გამსახურდიას რომ ადრი ივანიშვილს. მაგრად ვიცინე ხშირად გამოთქვი მსგავსი აზრები
tngh
29 აგვისტო 2018 11:53
საქართველოში ილია ჭავჭავაძე და ზვიად გამსახურდია მოკლეს, და ბიძინაზე უარყოფითი და ცინიკური კომენტარები რა გასკვირია??? ისე, ზოგს უფლება, რომ მისცე, სიამოვნებით იქნებოდნენ "ტროიკის" მოხალისეები...
ავტანდილი
29 აგვისტო 2018 11:31
ლამაზი სურატია იმედი მაკვს რომ საკარტველოსჰი მალე დალაგდება კველაფერი
adamiani
29 აგვისტო 2018 11:16
როგორრ ძააან ვიცინეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ცუდად ვააააააარ :)))))))))))))))))))))))))))))
ანა
29 აგვისტო 2018 10:58
ბატონო ბიძინა გთხოვთ ნუ ფიქრობთ იმაზე ვისი მომხრეა ნუ იქნება თქვენი მხარდამჭერი ერთი გაგვიკეთე ისეთი პრეზიდენტი და მისი გუნდი მოიყვანე იზრუნოს საქაღთველოს გამთლიანებაზე ხალხზე ქვეყანაზე და არა თავისთავის გამდიდრებაზე და გულაობაზე როგორც მარგველაშვილი დაგვისვი არ გინდა ისტორიაში მეორე აღმაშენებელი იყო გთხოვთ ნუთუ საქართველოში არ მოიძებნება ასეთი ადამიანი,
განდეგილი
29 აგვისტო 2018 10:33
არ მორჩა თქვენი ღვარძლიანი კომენტარები.
ლეილა
28 აგვისტო 2018 22:56
რა, არ შეიძლებოდა სრულიად შემთხვევით შეხვედრა?ღმერთო ჩემო, რა ჩასაფრებული ხართ.
Givi
28 აგვისტო 2018 22:27
ეჰ,შლაპა რატომ მოხადეთ


რედაქტორის რჩევით