"დაბნეული ვიყავი, თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო" - მოულოდნელი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან აბასთუმნის ტყეში
"დაბნეული ვიყავი, თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო" - მოულოდნელი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან აბასთუმნის ტყეში
რამდენიმე დღის წინ, ელენე ჭანტურიძის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთულმა ფოტომ დიდი ინტერესი გამოიწვია. ფოტოზე ელენე შვილებთან და არც მეტი, არც ნაკლები, ბიძინა ივანიშვილთან ერთად იყო აღბეჭდილი. "ყოჩაღ, ელენე! სად შეხვდი?"; "ნამდვილია თუ ორეული?"; "რაო, რა თქვა ბიძომ, გამოსწორდება ეს ქვეყანაო?"; "ბიძინაც წაიყვანეთ დასასვენებლად?" - წერენ კომენტარებში.

ელენე 34 წლისაა, პროფესიით ექთანი და მეუღლესთან, თამაზ კამლაძესთან ერთად ზესტაფონში ცხოვრობს. 2 შვილი ჰყავს: 9 წლის ავთო და 4 წლის გიორგი.

- ერთი
კვირაც არ არის, რაც აბასთუმანში დასასვენებლად ჩამოვედი, შვილებთან ერთად. ორშაბათ დილას ბავშვები ტყეში გავასეირნე და უცებ ავთომ იყვირა: - დედა, ეს ბიძინა ივანიშვილი არ არისო?
თავიდან მეგონა, ხუმრობდა ან ვიღაცა მიამსგავსა და მის სიტყვებს ყურადღება არ მივაქციე... ისეთი მოულოდნელი იყო იქ ივანიშვილის დანახვა, რომ ბავშვებმა
ემოცია ვერ დაფარეს
. არ ვიცი, შეამჩნია თუ არა ეს ბატონმა ბიძინამ, მაგრამ ჩვენკენ წამოვიდა. თან, რა თქმა უნდა, დაცვა ახლდა. მოვიდა, მოგვესალმა, გვკითხა, საიდან ვიყავით, როგორ ვისვენებდით. ვუთხარი, - ძალიან მოულოდნელი იყო თქვენთან შეხვედრა და ძალიან დავიბენი-მეთქი.

- ფოტოს გადაღება თვითონ სთხოვეთ?
- რა თქმა უნდა, არა (იცინის). იმდენად დაბნეული ვიყავი, ალბათ ვერც მოვიფიქრებდი. უფრო სწორად, ვერ გავუბედავდი თქმას, თვითონ რომ არ გამოეთქვა სურვილი. ცოტა გონზე რომ მოვედი, კი გავიფიქრე, კარგი იქნებოდა, ფოტო რომ გადაგვეღო-მეთქი, მაგრამ თვითონ დამასწრო და მითხრა, მოდი, სურათი გადავიღოთო. ჯერ მისმა თანმხლებმა ფოტოგრაფმა გადაგვიღო, მერე ჩემი ტელეფონითაც გადაიღეს. ასე აღმოვჩნდით კადრში ბიძინა ივანიშვილთან ერთად. ავტვირთე თუ არა ფოტო, უამრავი გამოხმაურება ჰქონდა...

- ალბათ ბავშვები ძალიან გახარებულები არიან, არა?
- მითხრა, ძალიან ლამაზი და საყვარელი შვილები გყავსო. გაგრძელება

lia
22 სექტემბერი 2018 23:03
ბიძინა ძლიერი ადამიანია ჯანმრთელობას დიდხან სიცოცხლეს და წარმატებებს უსურვებ ის გაიმარჯვებს
mm
21 სექტემბერი 2018 09:26
ღმერთმა გაუმარჯოს ბიძინას. ამრავლოს ასეთები საქართველოში.(უშეცდომო არავინაა). იქნებ ბოღმიანები გადაშენდნონ.(თუმცა ისინიც აფხიზლებენ მთვლემარე გონებას)
მედეა
04 სექტემბერი 2018 11:52
აბასთუმანთან ახლოსაა ჩემი სოფელი. აბასთუმანი ულამაზესი პატარა დაბა იყო, ახლა გაუბედურებულია. იქნებ გაიღოს ბიძინამ ფული და ააღორძინოს ეს უძვირფასესი კურორტი. ხილის ჩამბარებელი სახელმწიფო საწარმოც რომ აგვიშენოს ახლომდებარე სოფლებს --კარგს იზამდა. ჭანჭურის დიდ მოსავალს, ვაშლსა და მსხალს რა ვუოთ, სადმე ჩასაბარებელი პუნქტი რომ იყოს, ჩავაბარებდით და ხელს მოვითბობდით, ხალხიც დასაქმდებოდა, უმუშევრები არიან ახალგაზრდები. ქალები საზღვარგარეთ გადახვეწილები, ოჯახები ვერ იქმნება ხელმოკლეობის გამო. უამრავი პრობლემაა საზოგადოებაში ეს გუბერნატორების ზედმეტი ხარჯი რა საჭიროა, გასაუქმებელია, იმ ფულით ათი საწარმოს გახსნა შეიძლება. ხალხზე უნდა ფიქრობდეს მმართველი. სწორად ანაწილებდეს ფულს და გეგმავდეს ხალხის სასიკეთო გეგმებს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები