ანუკი არეშიძე ნიკოლა კალაძის პირველ ფოტოს აქვეყნებს - კვირის პალიტრა

ანუკი არეშიძე ნიკოლა კალაძის პირველ ფოტოს აქვეყნებს

თბილისის მერის ცოლი, დიზაინერი ანუკი არეშიძე "ინსტაგრამზე" ახალშობილი ნიკოლა კალაძის პირველ ფოტოს აქვეყნებს. ნიკოლა კალაძე 4 სექტემბერს, საკეისრო კვეთით პარიზში დაიბადა. ახალშობილი 3 290 გრამს იწონიდა.

სურათის კომენტარებში არეშიძეს შვილის შეძენას უამრავი ადამიანი ულოცავს, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები - ლელა წურწუმია, გვანცა დარასელია, მანიკა ასათიანი, თაკო ჩხეიძე...

იხილეთ ასევე: "ჩემი გმირები - ანუკი და ნიკოლა თავს კარგად გრძნობენ" - რას წერს კახა კალაძე "ფეისბუკში"?