რუსული ესტრადის უმდიდრეს მომღერლებს შორის ქართველებიც არიან - როგორია მათი შემოსავალი მოსკოვში? - კვირის პალიტრა

რუსული ესტრადის უმდიდრეს მომღერლებს შორის ქართველებიც არიან - როგორია მათი შემოსავალი მოსკოვში?

რუსეთის შვიდ ყველაზე მდიდარ მუსიკოსს შორის ორი ქართული წარმოშობის ვარსკვლავია. პორტალის skolkozarabatyvaet.ru მონაცემებით, ესტრადის ყველაზე მდიდარი შემსრულებელი გრიგორი ლეპსია, რომელიც 12.3 მლნ დოლარის ქონებას ფლობს.

ლეპსს კაპიტალი მხოლოდ სიმღერის წყალობით არ დაუგროვებია - ის ფლობს მზის სათვალეების მაღაზიებს, კარაოკე ბარებს, აქვს არაერთი სხვა მომგებიანი ბიზნესი.

ამავე პორტალის მონაცემებით, ლეპსის ჰონორარი სხვადასხვა ღონისძიებაზე 90-100 ათას ევროს შეადგენს.

კიდევ ერთი მუსიკოსი, რომელიც ყველაზე მდიდარ შვიდეულში შევიდა, ვალერი მელაძეა - 5 მილიონი დოლარის მფლობელი მომღერალი სიაში მეხუთე ადგილს იკავებს. მუსიკალური კარიერის გარდა, მელაძეს ასევე აქვს სხვადასხვა ბიზნესი, არის ტელეწამყვანი, მსახიობი, ახალგაზრდა შემსრულებლების პროდიუსერი... ვალერი მელაძე ძმასთან, კონსტანტინთან ერთად რუსული ესტრადის ფინანსურად ყველაზე შეძლებულ წარმომადგენლებს შორის არის. გაგრძელება