ისტორიული კოცნა - კვირის პალიტრა

ისტორიული კოცნა

1945 წლის 14 აგვისტოს ნიუ-იორკში მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის კაპიტულაციის ცნობა მოვიდა და ტაიმს-სკვერზე Life Magazines -ის ფოტოგრაფმა ალფრედ

აიზენშტადტმა გახარებული მეზღვაურისა და მედდის კოცნის ლეგენდარული ფოტო გადაიღო. ფოტო ომის დამთავრების სიმბოლოდ იქცა.

2005 წლიდან  კი ტაიმს-სკვერზე ფოტოს "ანალოგი" ქანდაკება დადგეს, რომელთანაც ყოველ 14 აგვისტოს ასობით მოხალისე ისტორიულ კოცნას "იმეორებს". წელს "საპროშნაოდ" 500 წყვილი შეიკრიბა.