"ზღვის რაშების" დოღი - კვირის პალიტრა

"ზღვის რაშების" დოღი

ეს მართლა "ზღვის რაშების" კი არა, ჩრდილოეთის ზღვის პირას გერმანულ საკურორტო ქალაქ კუქსჰაფენში გამართული ტრადიციული "ვატის თავთხელის" დოღია...

მეტად პოპულარული შეჯიბრება 1902 წლიდან ჩრდილოეთის ზღვის აკვატორიაში შემავალ  ვატის ზღვის თავთხელზე იმართება, რომელიც ჰოლანდიის, გერმანიისა და დანიის სანაპიროებს მოიცავს. წელს დოღი 8 აგვისტოს გაიმართა და მას 30 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო.