ბელუჩი: "რას დამაკლებს კრუასანი!" - კვირის პალიტრა

ბელუჩი: "რას დამაკლებს კრუასანი!"

მონიკა ბელუჩის აბა, ვინ "მოასვენებს" - პაპარაცებმა უმცროს ქალიშვილთან, ლეონისთან ერთად კალორიული კრუასანის მირთმევისას გამოიჭირეს. "პასუხად",

სუპერლამაზმანმა Ia Donna Magazine-ს აგვისტოს ნომრისთვის გაიხადა და იდეალური სხეულის სრულყოფილება კიდევ ერთხელ აჩვენა, თან ჟურნალისტს კარიერაზე, ცხოვრებასა და დედობაზე ესაუბრა. მონიკას თქმით, "კრუასანებსაც მიირთმევს, კიდევ ერთ გოგონასაც გააჩენს და მაინც ფორმაში იქნება"! საინტერესო კი ისაა, რომ 45 წლის ბელუჩი მაისიდან ოფიციალურად ლიდერობს "ლამაზებსა და სექსუალურებს" შორისაც...