"გიჟი ავტომოყვარულის" სასტუმრო - კვირის პალიტრა

"გიჟი ავტომოყვარულის" სასტუმრო

შტუტგარტში, გერმანელი ავტოდილერების საერთაშორისო ცენტრის - "მალენვერქსის" შენობაში, გაიხსნა სასტუმრო V8 Hotel-ი. აქ ღამის გათევა 300 ევრო ღირს და

ჩანს, "გიჟი ავტომოყვარულებისთვის" არის განკუთვნილი - ნომრებში საწოლები ძვირფასი მარკის ავტომობილებშია მოწყობილი, საშხაპეები ავტოსამრეცხაოს მსგავსია, ხოლო კაფე... ბენზინგასამართი სადგურისა! სასტუმრო მუდამ სავსეა და არცთუ იშვიათად მას "ვიპ-პერსონებიც" სტუმრობენ, თუმცა მათ ვინაობას საგულდაგულოდ მალავენ - ჩანს, მთლად "გიჟი ავტომოყვარულის" სახელი დიდად არ ხიბლავთ...