"მშობიარობის შემდეგ ქალებს ეშინიათ ქმრებმა არ მიატოვონ და..." - როგორ გამოიყურებიან იტალიელი ლამაზმანის ქალიშვილები
"მშობიარობის შემდეგ ქალებს ეშინიათ ქმრებმა არ მიატოვონ და..." - როგორ გამოიყურებიან იტალიელი ლამაზმანის ქალიშვილები
ფოტო:მონიკა ბელუჩი და მისი ქალიშვილები
"დროდადრო ვწუხვარ,  და ან ძმა რომ არ მყავს. სწორედ ამიტომ მყავს ორი შვილი"

ულამაზესი იტალიელი მსახიობისა და მოდელის, მონიკა ბელუჩის ცხოვრება და მოღვაწეობა საზოგადოებაში და მედიაში მუდამ ყურადღებას იქცევს. თუმცა მონიკას ქალიშვილები დედაზე არანაკლები პოპულარობით სარგებლობენ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მათზე ბევრი არაფერია ცნობილი და მსახიობი ყველანაირად ცდილობს შვილები პაპარაცებსა და ჟურნალისტებს მოარიდოს.


იტალიელ ლამაზმანს ყოფილ ქმართან, ვენსან კასელთან ორი ქალიშვილი ჰყავს - 14 წლის დევა და 8 წლის ლეონი.

"დროდადრო ვწუხვარ,  და ან ძმა რომ არ მყავს. სწორედ ამიტომ მყავს ორი შვილი, მიუხედავად იმისა, რომ დედმამიშვილები ზოგჯერ ჩხუბობენ, ეს მარტო ყოფნაზე უკეთესი მაინც არის", - ამბობს მსახიობი და დასძენს, რომ მას ჰყავს ბიძაშვილები, თუმცა 8-9 წლის ასაკში თავს მაინც მარტოსულად გრძნობდა.

დევა კასელი 2004
წლის 12 სექტემბერს რომის ერთ-ერთ სამშობიარო კლინიკაში დაიბადა.

"ის ზუსტად იმ დროს დაიბადა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. იმ პერიოდში იმდენი როლი და საქმე მქონდა, რომ მზად ვიყავი ქალიშვილისთვის ყველაფერი დამეთმო.
მონიკა ბელუჩი და ვენსან კასელი ქალიშვილთან ერთად
ბელუჩიმ მეორე ქალიშვილი ლეონი 2010 წლის 20 მაისს გააჩინა.

"40 წლის შემდეგ ქალებს, რომელთაც სურთ ბავშვები, ეშინიათ რომ მათ ვერ გაზრდიან. მშობიარობის შემდეგ კი ეშინიათ, რომ ქმრებმა არ მიატოვონ და პრობლემებს არ გაექცნენ".

თუმცა ვენსანი არ გაქცეულა და სიხარულით მიიღო ორივე ქალიშვილი.

"მეორე შვილზე მშობიარობა ორ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, ის ისეთი მუქთმიანი დაიბადა, მეორე მშობიარობა პირველზე მარტივი აღმოჩნდა", - განაცხადა მონიკამ Vanity Fair-თან ინტერვიუში.

"ბავშვები ხომ ფილმი არ არის, არ შეიძლება მაგიდას პროდიუსერთან და რეჟისორთან ერთად მიუჯდე და ბავშვები დაგეგმო. საკუთარი თავი მამაცად არ მიმაჩნია, უბრალოდ იღბლიანი ვარ. მაგრამ არც კი იფიქროთ ჩემგან მაგალითის აღება. ჩემს ასაკში ბევრი ქალი მიმართავს სუროგატ დედას ან კლინიკებს. რომ ვერ დავფეხმძიმებულიყავი, ალბათ მეც ამ ქალებს შორის ვიქნებოდი".

უმცროს ქალიშვილს ლეონი დაარქვეს, თუმცა პატარას დაბადებამ წყვილის ურთიერთობას ხელი ვერ შეუწყო, 2013 წლის აგვისტოში 19-წლიანი ურთიერთობისა და 14-წლიანი ქორწინების შემდეგ, წყვილი ერთმანეთს დაშორდა.
ფოტო, რომელიც ვენსან კასელმა 'ინსტაგრამში' გაავრცელა
რაც შეეხება ბავშვებისა და მამის ურთიერთობას. როგორც ჩანს, ვენსან კასელი ცდილობს ქალიშვილებთან დიდი დრო გაატაროს. კასელი ცოტა ხნის წინ 21 წლის მოდელზე, თინა კუნაკეიზე დაქორწინდა. თინამ ვენსანის ქალიშვილები ჯერ კიდევ ქორწინებამდე გაცილებით ადრე გაიცნო, თუმცა რამდენიმე თვის წინ წყვილმა გოგოებთან ერთად დაისვენა დომენიკის რესპუბლიკაში და ვენსანმა ამის ამსახველი ფოტოც გაავრცელა "ინტსაგრამში წარწერით, "ორი ღვთაებრივი არსება, რომელთა გარეშეც ცხოვრება არ შემიძლია".

დღესაც კი, როდესაც ლამაზმანის შვილები გაიზარდნენ, მონიკა ცდილობს გოგონები ჟურნალისტებსა და პაპარაცებს მოარიდოს.

(სპეციალურად საიტისთვის)


რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები