"გილოცავ ძმა!" - როგორ ულოცავს კახა კალაძე ბერა ივანიშვილს გაბედნიერებას - კვირის პალიტრა

"გილოცავ ძმა!" - როგორ ულოცავს კახა კალაძე ბერა ივანიშვილს გაბედნიერებას

თბილისის მერი, კახა კალაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟს, ბერა ივანიშვილს გაბედნიერებას ულოცავს და "ინსტაგრამზე" ცოლთან, ბერასთან და მის საცოლესთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებს.

"გილოცავ ძმა! ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ!" - წერს კახა კალაძე.

თავის მხრივ საცოლესთან ერთად პარიზში გადაღებულ ახალ ფოტოებს "ინსტაგრამზე" ბერაც ავრცელებს.

ნანუკა გუდავაძის და ბერას ლავ-სთორი რამდენიმე თვეს ითვლის. მომხიბვლელი მოდელი, ბიძინა ივანიშვილის მეგობრის ქალიშვილია.

იხილეთ ასევე: "და რაც აქამდე იყო ჩემი და შენი, დღეს გახდა ჩვენი" - ბერა ივანიშვილის ულამაზესი საცოლის ფოტოები